საქართველოს მიღწევები საერთაშორისო ოლიმპიადებზე
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი
მრავალწლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო ნდობის საფუძველზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან ერთად დააფუძნა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი. პლატფორმა, რომელიც საქართველოში არსებულ საოლიმპიადო ეკოსისტემას ერთი ძლიერი ცენტრის სახით აერთიანებს.
ჰაბის მიზანია მსოფლიოს წამყვანი ინფორმატიკის ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრებების ფორმირება, ტექნოლოგიურ სფეროში ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა, ნაკრების წევრთა მომზადება და მხარდაჭერა, საუკეთესო საოლიმპიადო შედეგების მისაღწევად.
ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს საქართველოში მოსწავლეთა ოლიმპიადების ჩატარებას, ეროვნული ნაკრებების მომზადებას და საერთაშორისო ოლიმპიადებში მათ მონაწილეობას. ეს ოლიმპიადებია:
ჰაბის ფარგლებში, BTU კოორდინაციას გაუწევს ეროვნულ ნაკრებთა შერჩევას, ამ ნაკრებთა წევრი მოსწავლე-ახალგაზრდების მომზადებას და მათ მონაწილეობას საერთაშორისო მასშტაბის ოლიმპიადებში. პროექტი ხელს შეუწყობს ინფორმატიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში და საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს საქართველოს ტექნოლოგიური განათლების პოტენციალს.
დღემდე, საქართველოს მიერ მსოფლიო ოლიმპიადაზე მოპოვებულია 7 ოქროს, 13 ვერცხლის და 43 ბრინჯაოს მედალი, ასევე 2 საპატიო დიპლომი; გოგოების ევროპის ოლიმპიადაზე – 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი, ხოლო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე – 2 ოქროს, 4 ვერცხლის, 20 ბრინჯაოს მედალი. ასევე გვყავს ევროპის ახალგაზრდული და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ოლიმპიადის ჩემპიონები და ევროპის გოგოების ოლიმპიადის ჩემპიონი.
ოლიმპიადების მონაწილეები დღეს მუშაობენ ისეთ მეგაკორპორაციებში როგორებიცაა Google, Meta, Microsoft, Dropbox, Palantir Technologies, Amazon, Facebook, Databricks, Waymo და სხვები. მათი გამოცდილება და მიღწევები ქმნის ძლიერ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, რომლის განვითარებასაც საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი BTU-ში ახალ დონეზე აყვანას შეუწყობს ხელს.
ისტორია
საქართველოში ინფორმატიკის საოლიმპიადო აქტივობები 1980-იანი წლების ბოლოდან იწყება. სწორედ მაშინ დაიწყო ინტენსიური სისტემის შექმნა, რომლის მიზანი იყო ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მათი მომზადება და ამ ოლიმპიადებში მონაწილეობა. ეს გულისხმობდა მათთვის დაპროგრამების ენების და ალგორითმების სწავლებას, შესაბამისად, სათანადო ცოდნის მიცემასთან ერთად ამ ახალგაზრდებისათვის ძლიერი ანალიტიკურ-ლოგიკური, კრიტიკული, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებას, რომლის შედეგადაც გახდებოდა სწორედ შესაძლებელი მაღალი რანგის საერთაშორისო ოლიმპიადებში არამარტო მონაწილეობა, არამედ სერიოზული წარმატებების მიღწევაც.
1990 წელს გიორგი დათუაშვილის მიერ მოპოვებული ოქროს მედალი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გახდა საქართველოსათვის პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა ამ სფეროში. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა არაერთი ჯილდო მოიპოვა სხვადასხვა ოლიმპიადაზე.
სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ინტენსიური სისტემა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისათვის ალგორითმული და პროგრამული აზროვნების განვითარება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მიზნობრივი მომზადება.
2017 წელს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის მიერ, პირველად ჩატარდა ეროვნულ დონეზე სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა (OLYINFO), რომელმაც რეგიონებში მცხოვრებ მოტივირებულ მოსწავლეებს, ალგორითმული აზროვნების განვითარების შესაძლებლობა მისცა.
ჰაბის კალენდარი
პროექტის პარტნიორები
პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი, რომელიც მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში. პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ICT ასოციაცია საქართველოში, დეველოპერული კომპანია ბლოქსი, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია LINEATE და გლობალურ ტექნოლოგიური კომპანია EPAM.
გარდა ამისა, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება ეროვნული AI ოლიმპიადა, მისი მიზანი AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევაა. ოლიმპიადა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან პარტნიორობით და თიბისის გენერალური მხარდაჭერით ტარდება.
გახდი ტექოლიმპიადის ჰაბის მხარდამჭერი და შემოუერთდი ინიციატივას, რომელიც აძლიერებს ქვეყნის STEM პოტენციალს, ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობას ტექნოლოგიებში, ზრდის საქართველოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას და წარმოგაჩენს როგორც განათლების, ინოვაციისა და მომავალი შრომის ბაზრის ფორმირების მხარდამჭერს.