EGOI არის გოგოების საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომელიც ხელს უწყობს კომპიუტერული მეცნიერებების მიმართ ინტერესის ზრდას და მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, წარმოაჩინონ საკუთარი უნარები ალგორითმული ამოცანების ამოხსნაში.
ოლიმპიადის მთავარი მიზანია გოგოების უფრო აქტიური ჩართვა STEM მიმართულებებში და ტექნოლოგიებში მომავალი ქალი ლიდერების მხარდაჭერა.
EGOI აერთიანებს 50-ზე მეტ ქვეყანას და ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას STEM სფეროებში.
საქართველოს ნაკრების საერთაშორისო მიღწევები:
- 2 ოქროს მედალი
- 4 ვერცხლის მედალი
- 3 ბრინჯაოს მედალი
ინფორმატიკაში საქართველოს გოგონათა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტური გაიმართება 2026 წლის 4-5 აპრილს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
9:00 – მონაწილეთა უნივერსიტეტში გამოცხადების დრო
9:00 – 9:30 – მონაწილეთა რეგისტრაცია
9:30 – 10:00 – მონაწილეთა სამუშაო ადგილებზე განთავსება
10:00 – 10:30 – სავარჯიშო ტური
10:30 – 15:30 – ძირითადი ტური
ევროპის გოგოების ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI)
საქართველოს გოგოების სანაკრებო გუნდი ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე (EGOI)
ცესენატიკო, იტალია | 12-18 მაისი
გაიცანით ნაკრები, რომელიც ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით წარდგა.
გვანცა ხვედელიძე
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, ევროპის გოგოების ოლიმპიადის 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელი (2023 და 2025 წ.), საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი “მზიური”;
ლიზი პავლიაშვილი
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, EGOI – 2025-ის მონაწილე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი “მზიური”
ნატალია პაპაშვილი
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი “მზიური”
თაკო შანავა
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი “მზიური”
გიორგი მანდარია
გიორგი მანდარია – დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი 1990 წლიდან, გუნდის ლიდერი;
დავით ხვედელიძე
დავით ხვედელიძე – მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის (IMO2017) და ჟაუტიკოვის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადის (IZHO2019) ბრინჯაოს მედლების მფლობელი, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის (IOI2019) მონაწილე, გუნდის თანალიდერი;
ევროპის გოგოების ოლიმპიადის ინფორმატიკაში (EGOI) შედეგები
გოგოების ნაკრები EGOI2026-დან ბრინჯაოს მედლით და საპატიო დიპლომით დაბრუნდნენ.
გვანცა ხვედელიძე
ევროპის ოლიმპიადის სამგზის გამარჯვებული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თაკო შანავა
საპატიო სიგელი მოიპოვა
წლის ევროპის გოგოების ოლიმპიადა იტალიაში, ცესენატიკოში გაიმართა და მასში ევროპის 50-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს გოგოების ნაკრები ოლიმპიადაზე 4-წევრიანი შემადგენლობით წარსდგა, გუნდის ლიდერი გიორგი მანდარიაა, ხოლო თანალიდერი – დავით ხვედელიძე. საერთაშორისო ოლიმპიადაზე წელს დაახლოებით 250-მდე მონაწილე იღებდა ასპარეზობდა.
საქართველო EGOI-ზე უკვე მეექვსედ მონაწილეობდა. წლების განმავლობაში ქვეყანამ მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა: 2 ოქრო | 4 ვერცხლი | 3 ბრინჯაო.
2026 წლის ოლიმპიადა
ვისთვის არის ოლიმპიადა?
ოლიმპიადა განკუთვნილია 18 წლამდე გოგოებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ პროგრამირება და ალგორითმები.
სად ჩატარდება საერთაშორისო ოლიმპიადა?
საერთაშორისო ოლიმპიადა 2026 წელს, იტალიაში, ცესენატიკოში ჩატარდება
თარიღი: 12–18 მაისი.
რამდენ ეტაპიანია ოლიმპიადა?
შესარჩევი ეტაპი ორტურიანია. თითოეული ტური მოიცავს 3 ამოცანას, რომელთა ამოხსნისთვის მონაწილეებს 5 საათი ეძლევათ. იგივე ფორმატი მოქმედებს საერთაშორისო ოლიმპიადაზეც.
რა სახის ტესტები შედის ოლიმპიადაში?
მონაწილეებს ეძლევათ რთული ალგორითმული ამოცანები, რომლებიც მოითხოვს:
ოპტიმალური გადაწყვეტის მოძებნას
ალგორითმის სწორად შემუშავებას
პროგრამულ რეალიზაციას
ალგორითმებისა და მონაცემთა სტრუქტურების ცოდნას
რა ფორმატში ტარდება შესარჩევი ოლიმპიადა?
შესარჩევი ეტაპი ჩატარდება BTU-ს კამპუსში.
როგორ მივიღო მონაწილეობა?
2026 წლის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დასრულებულია
როგორ შეირჩევა ნაკრები?
ჩატარდება ორი შესარჩევი ტური, რომელთა შედეგების საფუძველზე ფორმირდება ნაკრები: 4 ძირითადი წევრი და 2 რეზერვისტი.
რა სახით ხდება ნაკრების გადამზადება?
ნაკრების წევრების გადამზადება თითოეული ოლიმპიადის წინ ტარდება სპეციალურად ორგანიზებულ 20-დღიან მოსამზადებელ შეკრებაზე. მეცადინეობები მიმდინარეობს როგორც ნაკრების ძირითად წევრებთან, ისე რეზერვისტებთან და შეესაბამება საერთაშორისო ოლიმპიადების სტანდარტებს.