ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წლის 16 სექტემბერს დაფუძნდა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც ავტორიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ქვეშ მყოფი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. BTU ახორციელებს მაღალი ხარისხის აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას, სადაც აქცენტი გაკეთებულია ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაზე ორიენტირებულ სწავლებაზე.
BTU ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რაც ზუსტად პასუხობს მიმდინარე ტენდენციებს და ადგილობრივ თუ გლობალურ საჭიროებებს.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კვლევითი ცენტრი, კარიერული განვითარების ცენტრი, სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები: ინდუსტრია 4.0 ლაბი, iOS & Android ლაბი, XR and AI Lab, განახლებადი ენერგო წყაროების ლაბი, ბლოქჩეინ ლაბი, კიბერუსაფრთხოების ლაბი, მდგრადობის ლაბი, Microsoft ლაბი, Martech ლაბი და მედია ლაბორატორია და პოდკასტ სტუდია. ამასთან, უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს მეწარმეობის ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ინოვაციური და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ასოციაციის და ორგანიზაციის წევრი. BTU-ში განხორციელდა და მიმდინარეობს ინსტიტუციური განვითარების 120-ზე მეტი საერთაშორისო პროექტი, რომლის ბენეფიციარიც ყოველწლიურად 1000+ პირია ქვეყნის მასშტაბით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს ამბიცია და ყველა საჭირო რესურსი იმისათვის, რომ მისცეს სტუდენტებს მოტივაცია და შესაძლებლობა, გახდნენ კონკურენტუნარიანი ძალა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც.
უნივერსიტეტის ხედვა
ინოვაციების ხელშეწყობითა და მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ექნება მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებაზე და იმ გარემოზე, რომელშიც მოღვაწეობს.
უნივერსიტეტის ღირებულებები
- ჰუმანურობა, ტოლერანტობა და თანასწორობა, არჩევანის, სიტყვის, გამოხატვის, სწავლა-სწავლებისა და კვლევის თავისუფლება;
- ინოვაციებისადმი ღიაობა, აქტუალური თეორიული ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის ინტეგრირება და ცოდნის გავრცელება, განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა;
- აკადემიური თავისუფლება და კეთილსინდისიერება, ობიექტურობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა;
- სოციალური პასუხისმგებლობა და საქმიანი ურთიერთობების ეთიკა;
- ინსტიტუციური ავტონომიურობა და საქმიანობის გამჭვირვალობა, თავისუფლება გადაწყვეტილების მიღებაში და პასუხისმგებლობა მათ შედეგებზე.
უნივერსიტეტის მისია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (შემდგომში – ბტუ ან უნივერსიტეტი) თანასაზოგადოების მიერ გაზიარებულ, ერთიან ხედვას წარმოადგენს ბტუ-ს მისია: „შევთავაზოთ საზოგადოებას უნიკალური გამოცდილება და მისი მოლოდინების შესატყვისი თანამედროვე უმაღლესი განათლება, განვავითაროთ პიროვნების ლიდერული და სამეწარმეო უნარჩვევები, ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის, ტექნოლოგიებთან ინტეგრირების, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენების და უწყვეტი განათლების პრინციპის იმპლემენტაციის გზით მივცეთ არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო და შრომის ბაზარზეც კონკურენტუნარიანობის მოტივაცია და შესაძლებლობა. სამეცნიერო კვლევების შედეგების, იდეებისა და ინოვაციების გაცვლით მოვახდინოთ ჩვენი პოტენციალის დემონსტრირება გლობალურ ბაზრებზე, ვიყოთ ორიენტირებულნი თანამედროვე ცოდნის შექმნაზე და გავრცელებაზე, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებაზე და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე“.
კორპორაციული სტრატეგია
კრეატიულობა, ინოვაციები, სანდოობა, ხარისხი.
კორპორაციული პრიორიტეტები
- ბტუ-ს სტრატეგიული პრიორიტეტია ხელოვნური ინტელექტის ეპოქისთვის ადამიანური კაპიტალის, ცოდნისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება, ხელოვნური ინტელექტის განათლებაში, კვლევაში, ინოვაციებსა და ორგანიზაციულ მართვაში პასუხისმგებლიანი ინტეგრირების გზით;
- ბტუ-ს პოლიტიკა მიმართულია ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაზე და ეყრდნობა ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს იმ საკვანძო ასპექტების შესახებ, რომელთა ფლობა წარმოადგენს განათლების ხარისხის კრიტერიუმს;
- ბტუ ორიენტირებულია მდგრად კორპორაციულ განვითარებაზე;
- ბტუ-ს პასუხისმგებლობაა იყოს ინოვაციების დანერგვის მოწინავე ხაზზე და უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სწავლება და კვლევა ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, მდგრადობისა თუ სხვა, აქტუალური საკითხების გარშემო;
- ბტუ მიმართულია ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაციაზე, ასევე ბტუ-ს პროცესებში და ოპერაციებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაზე, ეთიკური ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე;
- ბტუ-სთვის აქტუალურია ისეთი საკითხები, როგორიცაა მდგრადობა და კლიმატის ცვლილება;
- ბტუ-სთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია (DEI);
- ბტუ მუშაობს ტექნოლოგიურ სფეროში გენდერული თანასწორობისთვის და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ინოვაციებთან ინკლუზიური წვდომის უზრუნველყოფისთვის;
- ბტუ-ს მიზანს წარმოადგენს უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილების შექმნა სამეცნიერო საქმიანობის, ინოვაციური იდეებისა და ტექნოლოგიების გაცვლით; საქართველოს პოტენციალის დემონსტრირება და პოზიციონირება გლობალურ ბაზრებზე; ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობა კვალიფიციური კადრების გაზრდის გზით;
- ბტუ-ს საგანმანათლებლო პროდუქტის მომხმარებელია, როგორც თითოეული სტუდენტი, ისე მთლიანად საზოგადოება, რაც განათლების ხარისხის კუთხით ბტუ-ს განსაკუთრებულ ვალდებულებებს აკისრებს: ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება, შრომისა და განათლების ბაზარზე მოთხოვნადი პროგრამების შექმნა და ბტუ-ს უცხოეთის პარტნიორი დაწესებულებების პროგრამებთან ჰარმონიზაცია, სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, თანამედროვე ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ტექნიკური აღჭურვილობის და განახლებული სასწავლო მასალების შექმნა, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პროცესებში მაქსიმალური ჩართულობა და ბტუ-ში მათი კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული საერთაშორისო პროგრამების უწყვეტად განხორციელდება, მეცნიერებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება, პრობლემაზე ორიენტირებული ინტერდისციპლინური კვლევების ინიცირება და განხორციელება.
კორპორაციული ხედვა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2032 წელს – საერთაშორისო საგანმანათლებლო, დარგობრივ და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებული და ინოვაციებზე ორიენტირებული, პოზიტიური იმიჯის მქონე კონკურენტუნარიანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და დარგობრივ სივრცეში მაღალი ნდობა და სასურველი, სანდო პარტნიორის რეპუტაცია. უნივერსიტეტი აღიარებულია, როგორც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე დაფუძნებული მომავლის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს უმაღლესი განათლების განვითარების ახალ სტანდარტებს.
უნივერსიტეტის მიზანი
BTU-ს სტრატეგიულ მიზნებს მიეკუთვნება:
- ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაუმჯობესება, საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო/ კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავება;
- აკადემიური თავისუფლების, ეთიკისა და აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვა;
- უწყვეტი განათლების პრინციპის და ხარისხის კულტურის დანერგვა;
- ყველა სტუდენტისთვის, მისი შესაძლებლობების და საჭიროებების გათვალისწინებით, განათლების მიღების, პიროვნული პოტენციალის, სამეცნიერო, შემეცნებითი, პრაქტიკული უნარების განვითარების, ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროფილის ფორმირების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა მხარდაჭერის და ხელშეწყობის მექანიზმების ეფექტიანობა;
- თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა;
- შრომის და განათლების ბაზარზე კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობა;
- საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი, ამ პროდუქტის მომხმარებელთა კმაყოფილება;
- სტრატეგიული მიმართულებების რეალიზების მიზნით შესაბამისი მექანიზმების შექმნა და ამოქმედება;
- ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და ადამიანური რესურსის პოტენციალის განვითარება, მათ შორის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის, პერსონალის საქმიანობაში და საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით;
- ადგილობრივ და საერთაშორისო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან პარტნიორობა;
- საგანმანათლებლო საქმიანობაში სასწავლო, სამეცნიერო და დარგობრივი ასპექტების ინტეგრირება;
- სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება. საერთაშორისო აკადემიურ-სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება;
- სამეცნიერო, საგანმანათლებლო და დარგობრივ სფეროებში კავშირების გამყარება, ახალი პარტნიორების მოძიება და კავშირების შექმნა;
- ბტუ-ს ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების რაციონალურად გამოყენება, ადამიანური რესურსის პოტენციალის გამოყენება და განვითარება;
- ბტუ-ს დადებითი რეპუტაციის შენარჩუნება, ფაკულტეტის საქმიანობის პოპულარიზაცია.
ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია
საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და დარგობრივ სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრირება, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ასოციაციებსა და ქსელებში გაწევრიანება, სასწავლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია, მოკლე და გრძელვადიანი სტუდენტური და პერსონალის გაცვლითი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება, საერთაშორისო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი კვლევები, ერთობლივი სასწავლო პროგრამები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების პროექტები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია აერთიანებს.