კურსი მონაწილეებს გააცნობს საბაზო, ფუნდამენტური ალგორითმების თეორიულ საფუძვლებს და მონაცემთა ზოგიერთ ელემენტარულ სტრუქტურას. მონაწილეები შეისწავლიან ოპტიმალური ალგორითმების შერჩევის პრინციპებს და გამოიმუშავებენ ეფექტური ალგორითმების აგების საბაზო ჩვევებს.
სამიზნე ასაკი: VII კლასიდან ზემოთ
რეგისტრაციის წინაპირობები:
- საბაზისო კომპიუტერული უნარები;
- მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების საბაზისო უნარები;
- სასურველია დაპროგრამირების საფუძვლების საბაზისო ცოდნა;
- სასურველია პრობლემების გადაჭრისა და ანალიტიკური აზროვნებისადმი ინტერესი.
ფორმატი: ონლაინ
კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე (12 შეხვედრა)
შეხვედრების სიხშირე: კვირაში 3 დღე
ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
რეგისტრაციის პერიოდი: 20 ოქტომბერი – 2 ნოემბერი, 2026
სწავლების პერიოდი: 9 ნოემბერი – 17 დეკემბერი, 2026
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20–25 მონაწილე
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: [email protected]
კურსის შინაარსი
გაკვეთილი 1 (2 სთ)
ძებნა და სორტირება:
ზოგადი მიზნების მიმოხილვა. ალგორითმები, როგორც ტექნოლოგია. ალგორითმების პრაქტიკული მნიშვნელობის ახსნა.
ძებნა, მასივში მოცემული ელემენტის ტოლი ერთი ელემენტის და მოცემული ელემენტის ტოლი რამდენიმე ელემენტის ძებნა. ბარიერის მეთოდი. მასივში მაქსიმალური და მინიმალური ელემენტის ძებნა. სორტირება კვადრატულ დროში. ამორჩევით სორტირება.
გაკვეთილი 2 (2 სთ)
ძებნა და სორტირება:
გაცვლით (ბუშტულებიანი) სორტირება. ძებნის გაუმჯობესებული მეთოდი – ორობითი ძებნა. სორტირება მარტივი ჩასმებით, სორტირება ბინარული ჩასმებით.
გაკვეთილი 3 (2 სთ)
მთელ რიცხვთა არითმეტიკის ალგორითმები:
გამყოფი და ჯერადი. რიცხვის გამყოფების პოვნა, მარტივი რიცხვები, რიცხვის მარტივობის დადგენის სხვადასხვა ალგორითმები, რიცხვის დაშლა მარტივ მამრავლებად კენტ რიცხვთა მეთოდით.
გაკვეთილი 4 (2 სთ)
მთელ რიცხვთა არითმეტიკის ალგორითმები:
1-დან N-მდე დიაპაზონში ყველა მარტივი რიცხვის პოვნის ალგორითმი – ერატოსთენის საცერი და მისი ალტერნატიული ალგორითმი. რიცხვთა უდიდესი საერთო გამყოფის პოვნა – ევკლიდეს ალგორითმი. რიცხვთა უმცირესი საერთო ჯერადის პოვნა.
გაკვეთილი 5 (2 სთ)
მთელ რიცხვთა არითმეტიკის ალგორითმები:
მრავალნიშნა (გრძელი) რიცხვები, რიცხვის ჩვეულებრივი წარმოდგენის ცხრილურ წარმოდგენად გარდაქმნა, რიცხვის ცხრილური წარმოდგენის ჩვეულებრივ წარმოდგენად გარდაქმნა, ჰორნერის სქემა.
გაკვეთილი 6 (2 სთ)
მთელ რიცხვთა არითმეტიკის ალგორითმები:
არითმეტიკული ოპერაციები გრძელ რიცხვებზე – ცხრილური სახით წარმოდგენილი რიცხვის ჩვეულებრივი სახით წარმოდგენილ რიცხვზე გაყოფა, მრავალნიშნა რიცხვების შეკრება, გამოკლება და გამრავლება.
გაკვეთილი 7 (2 სთ)
დინამიური დაპროგრამება:
დინამიური დაპროგრამების არსი, ამოცანის დაყვანა ქვეამოცანებამდე. რეკურენტული დამოკიდებულების ცნება.
ერთგანზომილებიანი და ორგანზომილებიანი ცხრილების ორგანიზაცია, ერთგანზომილებიანი და ორგანზომილებიანი ცხრილების ელემენტების გამოთვლა (კიბის ამოცანა, ბინარული მასივის ამოცანა).
გაკვეთილი 8 (2 სთ)
დინამიური დაპროგრამება:
ორგანზომილებიანი ცხრილის ელემენტების გამოთვლა დამატებითი შეზღუდვებით (ზურგჩანთის ამოცანა), რიცხვითი სამკუთხედი, მაქსიმალური ზრდადი ქვემიმდევრობა.
გაკვეთილი 9 (2 სთ)
მონაცემთა სტრუქტურები:
რიგი. ძირითადი განსაზღვრებები, რიგის რეალიზაცია მასივის საშუალებით, ოპერაციები რიგზე და მათი რეალიზაცია.
სტეკი. ძირითადი განსაზღვრებები, სტეკის რეალიზაცია მასივის საშუალებით, ოპერაციები სტეკზე და მათი რეალიზაცია.
შეფასება
- პრაქტიკული დავალებები;
- ფინალური ტესტირება;
- სერტიფიკატი.