BTU-ს ბიბლიოთეკა ქმნის თანამედროვე აკადემიურ ეკოსისტემას, სადაც ტრადიციული საბიბლიოთეკო მომსახურება, ხელოვნური ინტელექტი და საერთაშორისო აკადემიური რესურსები ერთიანდება ცოდნის აღმოჩენის, კვლევის ხარისხის გაუმჯობესებისა და ინოვაციების განვითარების მიზნით.
Research Intelligence წარმოადგენს BTU-ის ბიბლიოთეკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას. მისი მიზანია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მომხმარებლებს მისცეს შესაძლებლობა სწრაფად მოიძიონ ინფორმაცია, უკეთ დაგეგმონ კვლევები, მიიღონ პერსონალიზებული მხარდაჭერა და შექმნან ახალი ცოდნა.
BTU-ს ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ეტაპობრივად ნერგავს AI-driven საბიბლიოთეკო სერვისებს, რომლებიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, აკადემიურ რესურსებსა და პროფესიონალურ საბიბლიოთეკო მხარდაჭერას. ინიციატივა ეფუძნება Research Intelligence-ის კონცეფციას, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სწავლების, კვლევისა და ცოდნის შექმნის პროცესის გაძლიერება.
AI-based BTU Science Audit
ბიბლიოთეკა მომხმარებლებს უკვე სთავაზობს AI-based BTU Science Audit-ს, რომელიც წარმოადგენს ინტელექტუალურ კვლევით ასისტენტს. პლატფორმა ხელს უწყობს:
სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებას;
კვლევის თემის განვითარებას;
საკვანძო სიტყვების შერჩევას;
საერთაშორისო მონაცემთა ბაზების ეფექტიან გამოყენებას;
აკადემიურ წერასა და ციტირების პროცესს.
Institutional Repository Intelligence
ამ ეტაპზე მიმდინარეობს Institutional Repository Intelligence-ის დანერგვის პროცესი, რომელიც BTU-ის ინსტიტუციურ რეპოზიტორიუმში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინტელექტუალური ძიების შესაძლებლობას ქმნის.
სერვისი ამარტივებს უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაშრომების, კვლევებისა და აკადემიური პუბლიკაციების აღმოჩენას, მოძიებასა და ეფექტიან გამოყენებას.
მარეგულირებელი დოკუმენტები
2022 წლიდან, BTU-ს ბიბლიოთეკა International Association of University Libraries წევრია.
ბიბლიოთეკის საერთაშორისო რესურსები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და აკადემიურ პერსონალს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ისეთი სამეცნიერო ბაზებითა და რესურსებით, როგორიცაა: ScienceDirect, Scopus, EBSCO, Cambridge University Journals, MIT – Technology-Review, Harvard Business Review, MIT Sloan Management Review, The Economist, The Company of Biologists’ Journals, World Bank eLibrary და სხვ.
ბიბლიოთეკის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
პანელური დისკუსიები, უახლესი ბიზნეს და მხატვრული წიგნების პრეზენტაციები, პლაგიატის, ელექტრონული ბაზების გამოყენებისა და ციტირების ინდექსის ტრენინგები, ციფრული წიგნიერების, რობოტიქსის, სახალისო ასტრონიმიის, მეწარმეობის, უსაფთხო ინტერნეტის დღისა და სხვა მიმართულებებით ვორქშოფები მშობლებისთვისა და ბავშვებისთვის.