ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით თანამშრომლობს მსოფლიოს 80-მდე წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან და ახორციელებს სრულად და ნაწილობრივ დაფინანსებულ მოკლე და გრძელვადიან გაცვლით პროგრამებს.