ინტერაქციული საჯარო პლატფორმა დოქტორანტებისთვის აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებს, სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მისი საშუალებით, არაფორმალურ გარემოში, პერიოდულად იმართება დოქტორანტთა სამეცნიერო დისკუსია, კვლევების მიმოხილვა, ახალი კოლაბორაციული პროექტების ინიცირება და სხვა.
BTU-ს სამეცნიერო კაფე დოქტორანტებისთვის იძებნება საერთაშორისო პლატფორმაზე sciencecafes.org, სადაც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებია გაზიარებული.
კაფეს მიზანია:
- ხელი შეუწყოს სამეცნიერო კომუნიკაციას დოქტორანტებსა და თანასაზოგადოებას შორის;
- ხელი შეუწყოს ინტერდისციპლინურ საუბრებს – დისკუსიებს, რომლებიც სცილდება აკადემიურ საზღვრებს და წაახალისებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროს დოქტორანტებსა და ინდუსტრიებს შორის;
- ცოდნის გაცვლა – შექმნას პლატფორმა, სადაც დოქტორანტებს შეეძლებათ გაუზიარონ თავიანთი კვლევა, ცოდნა და გამოცდილება კოლეგებს, სტუდენტებს და საზოგადოებას;
- ინტერდისციპლინური დიალოგის წახალისება – თანამშრომლობის ხელშეწყობა იმ თემების განხილვით, რომლებიც აქტუალურია და თანხვედრაშია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევით პრიორიტეტებთან;
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობა – დოქტორანტებს შესთავაზოს შესაძლებლობა გაიუმჯობესონ პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარები.
სამეცნიერო კაფემ დოქტორანტებისთვის, პირველი ღონისძიება მეცნიერების საერთაშორისო დღეს, 10 ნოემბერს გამართა.