სამაგისტრო პროგრამებზე მიღების პროცედურები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
2026 წლის სექტემბრიდან BTU-ს სამაგისტრო პროგრამები ხორციელდება 1+1 ფორმატით და შედგება ორი დამოუკიდებელი ნაწილისგან. თითოეული ნაწილი მოიცავს 60 კრედიტს და გრძელდება 1 აკადემიური წელი.
კანდიდატები თავდაპირველად ირიცხებიან პროგრამის I ნაწილზე. I ნაწილის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი სამაგისტრო კვალიფიკაცია. სურვილის შემთხვევაში, I ნაწილის დასრულების შემდეგ შესაძლებელია სწავლების გაგრძელება პროგრამის II ნაწილზე.
ჩაბარების პროცედურები
პროგრამის I ნაწილი: მენეჯმენტის მაგისტრი
ხანგრძლივობა: 60 კრედიტი / 1 აკადემიური წელი
მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 50
ჩაბარების პროცედურები
- კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წარმატებით უნდა გადალახოს ოთხი სავალდებულო კომპონენტიდან სამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
- კანდიდატმა BTU-ში უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი საბუთები;
- კანდიდატმა უნდა ჩააბაროს BTU-ს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
- კანდიდატმა უნდა გაიაროს გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან.
პროგრამაზე კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ გასაუბრების შედეგების მიხედვით.
- იხილეთ მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმები
- იხილეთ ინგლისური ენის გამოცდის ტესტის ნიმუში.
სწავლების გაგრძელება პროგრამის II ნაწილზე
პროგრამის II ნაწილი: კვლევის მაგისტრი მენეჯმენტში
ხანგრძლივობა: 60 კრედიტი / 1 აკადემიური წელი
BTU-ს I ნაწილის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს პროგრამის II ნაწილზე I ნაწილზე ჩარიცხვიდან 5 წლის განმავლობაში, საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარების გარეშე. ადგილების შეზღუდვის შემთხვევაში, შერჩევისას გათვალისწინებული იქნება I ნაწილის დიპლომის GPA ქულა.
თუ I ნაწილზე ჩარიცხვიდან 5 წელი გასულია, II ნაწილზე ჩარიცხვისთვის საჭირო იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარება.
სხვა უნივერსიტეტში I ნაწილის დასრულების შემთხვევაში, BTU-ს II ნაწილზე ჩარიცხვისთვის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა, დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე და, საჭიროების შემთხვევაში, გაიაროს შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება.
დეტალურ ინფორმაციას მაგისტრატურის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცედურის, ვადებისა და ასატვირთი დოკუმენტაცის შესახებ გაეცანით ბმულზე.
პროგრამის I ნაწილი: ინფორმაციული სისტემების მართვის მაგისტრი
ხანგრძლივობა: 60 კრედიტი / 1 აკადემიური წელი
მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 50
ჩაბარების პროცედურები
- კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წარმატებით უნდა გადალახოს ოთხი სავალდებულო კომპონენტიდან სამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
- კანდიდატმა BTU-ში უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი საბუთები;
- კანდიდატმა უნდა ჩააბაროს BTU-ს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
- კანდიდატმა უნდა ჩააბაროს სპეციალობის გამოცდა.
პროგრამაზე კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ სპეციალობის გამოცდის შედეგების მიხედვით.
DevOps სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის გამოცდის ნიმუში;
იხილეთ ინგლისური ენის გამოცდის ტესტის ნიმუში.
სწავლების გაგრძელება პროგრამის II ნაწილზე
პროგრამის II ნაწილი: კვლევის მაგისტრი ინფორმაციულ სისტემებში
ხანგრძლივობა: 60 კრედიტი / 1 აკადემიური წელი
BTU-ს I ნაწილის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს პროგრამის II ნაწილზე I ნაწილზე ჩარიცხვიდან 5 წლის განმავლობაში, საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარების გარეშე. ადგილების შეზღუდვის შემთხვევაში, შერჩევისას გათვალისწინებული იქნება I ნაწილის დიპლომის GPA ქულა.
თუ I ნაწილზე ჩარიცხვიდან 5 წელი გასულია, II ნაწილზე ჩარიცხვისთვის საჭირო იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარება.
სხვა უნივერსიტეტში I ნაწილის დასრულების შემთხვევაში, BTU-ს II ნაწილზე ჩარიცხვისთვის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა, დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე და, საჭიროების შემთხვევაში, გაიაროს შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება.
პროგრამის I ნაწილი: ციფრული მარკეტინგის მაგისტრი
ხანგრძლივობა: 60 კრედიტი / 1 აკადემიური წელი
მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 50
ჩაბარების პროცედურები
- კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წარმატებით უნდა გადალახოს ოთხი სავალდებულო კომპონენტიდან სამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
- კანდიდატმა BTU-ში უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი საბუთები;
- კანდიდატმა უნდა ჩააბაროს BTU-ს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
- კანდიდატმა უნდა გაიაროს გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან.
იხილეთ ინგლისური ენის გამოცდის ტესტის ნიმუში.
პროგრამაზე კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ გასაუბრების შედეგების მიხედვით.
სწავლების გაგრძელება პროგრამის II ნაწილზე
პროგრამის II ნაწილი: კვლევის მაგისტრი მარკეტინგში
ხანგრძლივობა: 60 კრედიტი / 1 აკადემიური წელი
BTU-ს I ნაწილის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს პროგრამის II ნაწილზე I ნაწილზე ჩარიცხვიდან 5 წლის განმავლობაში, საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარების გარეშე. ადგილების შეზღუდვის შემთხვევაში, შერჩევისას გათვალისწინებული იქნება I ნაწილის დიპლომის GPA ქულა.
თუ I ნაწილზე ჩარიცხვიდან 5 წელი გასულია, II ნაწილზე ჩარიცხვისთვის საჭირო იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარება.
სხვა უნივერსიტეტში I ნაწილის დასრულების შემთხვევაში, BTU-ს II ნაწილზე ჩარიცხვისთვის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა, დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე და, საჭიროების შემთხვევაში, გაიაროს შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება.
დეტალურ ინფორმაციას მაგისტრატურის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცედურის, ვადებისა და ასატვირთი დოკუმენტაცის შესახებ გაეცანით ბმულზე.
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაეცნოს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობას, გაესაუბროს პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღოს ან დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციები და სხვ. (იხ. „საკონტაქტო ინფორმაცია“)
- მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას გამოცდაზე ქცევის წესები
- ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება პროგრამაზე სწავლის იმ მსურველს, რომელიც წარმოადგენს პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს. კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან შემდგომ ეტაპზე
- ბიზნესის ადმინისტრირების და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ გასაუბრების შედეგების მიხედვით
- მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება შიდა გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, შეუძლია ბტუ-ს მიერ დადგენილ ვადაში გაასაჩივროს მიღებული შეფასება
- საერთო სამაგისტრო გამოცდისა და ბტუ-ს შიდა გამოცდ(ებ)ის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს ბტუ-ს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში (ბოლო ვაკანტურ ადგილზე გასული რამდენიმე თანაბარქულიანი მაგისტრანტობის კანდიდატების არსებობის შემთხვევაში – პირი, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში აქვს მიღებული მეტი ქულა).
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: თბილისი 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
საკონტაქტო ტელ.: (+99532) 2 195 015
ვებგვერდი: www.btu.edu.ge
ელ.ფოსტა: [email protected]
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 სთ