უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება, უახლესი ციფრული ტექნოლოგიები გამოყენებული სწავლების პროცესში, მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლება, ორი დარგის – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინტეგრირება, სფეროს მოწინავე ექსპერტი პროფესორ/მასწავლებლები, უახლესი, ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, დასაქმების მრავალმილიონიანი პორტალი.
საკუთარი სტარტაპის განვითარების უნიკალური შესაძლებლობა, მსოფლიოს ლიდერი პარტნიორი კომპანიები და მრავალი სხვა შესაძლებლობის გამოყენება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეუძლია.
სასწავლო პროგრამები აგებულია აკადემიური და საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად.
პირველივე სემესტრიდან, ნებისმიერი დისციპლინის სტუდენტისთვის, ინოვაციური პოტენციალის წახალისება უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტებში ინტენსიური ჩართულობით ხდება.