ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების უზრუნველსაყოფად, სასწავლო პროცესში ჩაშენებულია ანტიპლაგიატის პროგრამა Turnitin. BTU-ს ეთიკისა და აკადემიური ეთიკის კოდექსის თანახმად, დასაშვებია 10–12% პლაგიატის მაჩვენებელი.
2024 წლიდან უნივერსიტეტი დამატებით სთავაზობს AI დეტექციის ავტორიზებულ ხელსაწყოს, რომელიც ინტეგრირებულია Turnitin-ის სისტემაში და უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების იდენტიფიცირებას აკადემიურ ნაშრომებში.
ბიბლიოთეკის სამსახური მთელი წლის განმავლობაში ატარებს ტრენინგებსა და კონსულტაციებს პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც აკადემიური გუნდისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. Turnitin პროგრამას მსოფლიოს მასშტაბით იყენებს 15,000-ზე მეტი უნივერსიტეტი და ჰყავს 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი.
- პლაგიატის ტრენინგი ტარდება როგორც გეგმიურად, ასევე შესაძლებელია ინდივიდუალური ტრენინგები.
- აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ მოთხოვნის გაგზავნა: [email protected]
- სათაურის ველში მიუთითეთ: პლაგიატის ტრენინგი ინდივიდუალურად.
- ტრენინგი ჩინიშნება მოთხოვნიდან მაქსიმუმ 2კვირის ვადაში.