OLYINFO არის ეროვნული მასშტაბის ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური და ალგორითმული აზროვნების განვითარებას, ტექნოლოგიებით დაინტერესების გაძლიერებას და ინფორმატიკის პოპულარიზაციას ქვეყნის მასშტაბით.
OLYINFO პირველი ქართული ეროვნული მასშტაბის ოლიმპიადაა ინფორმატიკაში, რომელიც 2017 წლიდან ტარდება. მისი მთავარი მიზანია ინფორმატიკის სწავლების ხარისხის ამაღლება, ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი მომზადება სამომავლო საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის.
სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში OLYINFO 3000-ზე მეტი მონაწილე და 340 ფინალისტი – 2026 წლის 8 მარტს OLYINFO ოლიმპიადამ 40-ზე მეტი გამარჯვებული გამოავლინა
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში წელს პირველად გაიმართა სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში OLYINFO, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია და სხვადასხვა რეგიონიდან ათასობით მოსწავლე ერთიან ციფრულ სივრცეში გააერთიანა.
სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადის ინფორმატიკაში OLYINFO დასკვნითი ტური 8 მარტს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. 3000-მდე რეგისტრირებული მონაწილიდან ფინალურ ეტაპზე გადასვლა 340-მა მოსწავლემ შეძლო და საპრიზო ადგილებისთვის იასპარეზა.
ფინალში მონაწილეები ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში გადანაწილდნენ: 3-4 კლასები – 80 მონაწილე; 5-6 კლასები – 80 მონაწილე; 7-8 კლასები – 87 მონაწილე; 9-12 კლასები – 93 მონაწილე.
ფინალური ტურის შედეგად 340 მონაწილიდან 40+ გამარჯვებული გამოვლინდა. თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში I, II და III ადგილოსნებს გადაეცათ დიპლომები, სპეციალური პრიზები და ჯილდოები, რომლებიც ტექ ოლიმპიადების ჰაბის მხარდამჭერმა კომპანიებმა სპეციალურად OLYINFO-სთვის დააწესეს.
გამარჯვებულთა სია:
3-4 კლასი
- რუთი ასლანიშვილი – I ხარისხის დიპლომი
- მარიამ მანელიძე – II ხარისხის დიპლომი
- კახა ჯალიაშვილი – III ხარისხის დიპლომი
5-6 კლასი
- გიორგი ახრახაძე – I ხარისხის დიპლომი
- ლუკა ესართია – II ხარისხის დიპლომი
- ლოლა კვინიკაძე – III ხარისხის დიპლომი
7-8 კლასი
- ანა ბლიაძე – I ხარისხის დიპლომი
- გიორგი იოსავა – II ხარისხის დიპლომი
- გურამი კვინიკაძე – III ხარისხის დიპლომი
9-12 კლასი
- თემური მაღრაძე – I ხარისხის დიპლომი
- გიორგი ჯაფარიძე – II ხარისხის დიპლომი
- ლაშა გვათუა – III ხარისხის დიპლომი
ჰაბის გენერალური მხარდამჭერის თიბისი ბანკისგან თითოეული ფინალისტი დასკვნით ტურში მოხვედრისთვის სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდა. ხოლო ჰაბის ფარგლებში OLYINFO გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ მხარდამჭერი კომპანიებისგან: PC Shop, ბიბლუსი, ტენე, EPAM, GAIA, რომელთაც დააწესეს სპეციალური პრიზები როგორიცაა ინოვაციური და ტექნოლოგიური საჩუქრები; სასწავლო კურსებზე მონაწილეობის შესაძლებლობა; ლიცენზირებულ AI პროგრამებზე წვდომა და სხვა.
ოლიმპიადის შესახებ
რა არის OLYINFO?
OLYINFO არის ეროვნული მასშტაბის ინფორმატიკის ოლიმპიადა.
მისი მიზანია მოსწავლეებში ლოგიკური და ალგორითმული აზროვნების განვითარება და ტექნოლოგიებით დაინტერესება.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სკოლების 3–12 კლასის მოსწავლეებს.
ასაკობრივი ჯგუფები:
III–IV კლასი
V–VI კლასი
VII–VIII კლასი
IX–XII კლასი
რამდენ ეტაპიანია ოლიმპიადა?
ოლიმპიადა ორი ეტაპისგან შედგება: პირველ ეტაპზე ტარდება ონლაინ ტური, ხოლო მეორე ეტაპზე — ფიზიკური დასკვნითი ტური.
რა სახის ტესტები შედის ოლიმპიადაში?
ოლიმპიადა მოიცავს ლოგიკური და ალგორითმული შინაარსის ამოცანებს, რომლებიც ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით არის შედგენილი.
როგორ შემიძლია მონაწილეობა?
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა. სარეგისტრაციო ფორმა გამოქვეყნდება BTU-ს ვებ-გვერდსა და სოცილურ ქსელებში.
*2026 წლის ოლიმპიადაზე რეგისტრაციადასრულდა 29 იანვარს
რამდენი გამარჯვებული ჰყავს ოლიმპიადას?
ფინალურ ტურში გამოვლინდება 40 გამარჯვებული.
ოთხივე ასაკობრივი ჯგუფიდან შეირჩევა 10–10 მოსწავლე.