კურსი ორიენტირებულია დაპროგრამების ენა C++–ის საფუძვლების შესწავლაზე და კოდის წერის პრაქტიკული უნარების განვითარებაზე.
ტრენერი: თარაშ დოლაბერიძე
სამიზნე ასაკი: VII კლასიდან ზემოთ
რეგისტრაციის წინაპირობები:
- კომპიუტერის გამოყენების საბაზისო უნარები;
- ფაილებთან და ონლაინ პლატფორმებთან მუშაობის უნარი;
- მათემატიკის სასკოლო კურსის საბაზისო ცოდნა;
გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე
ფორმატი: ონლაინ შეხვედრები – Google Meet
კურსის ხანგრძლივობა: 9 შეხვედრა, კვირაში 2 დღე, 2 საათი
რეგისტრაციის პერიოდი: 9 სექტემბერი – 16 სექტემბერი, 2026
სწავლების პერიოდი: 21 სექტემბერი – 23 ოქტომბერი, 2026
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 30-მდე მონაწილე
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: [email protected]
კურსის შინაარსი
გაკვეთილი 1 (2 სთ)
C++-ის გარემოს მომზადება. ანბანი და ძირეული სიტყვები, იდენტიფიკატორი (სახელი) და რიცხვები, პროგრამის სტრუქტურული აგებულება.
2 მარტივი პროგრამა.
გაკვეთილი 2 (2 სთ)
მარტივი პროგრამის მაგალითები, პროგრამის ტექსტის ჩაწერის ფორმები, ზოგიერთი ბიბლიოთეკის გამოყენება, შეტანა-გამოტანის ოპერატორები (cin, cout), კომენტარი პროგრამაში.
გაკვეთილი 3 (2 სთ)
მონაცემთა სტანდარტული ტიპის ცვლადების აღწერა, მუდმივთა აღწერა, Boolean ტიპი, char ტიპის რიცხვითი და სიმბოლური ხასიათი, სიმბოლოთა სტრიქონი (string).
2 პრაქტიკული ამოცანა.
გაკვეთილი 4 (2 სთ)
მინიჭების ოპერატორი, არითმეტიკული გამოსახულება. შედარების ოპერაციები, მოქმედებები ბულის რიცხვებზე.
2 პრაქტიკული ამოცანა.
გაკვეთილი 5 (2 სთ)
პირობითი ოპერატორები (IF, IF…ELSE და SWITCH ინსტრუქციები).
2 პრაქტიკული ამოცანა.
გაკვეთილი 6 (2 სთ)
ციკლის ოპერატორები (WHILE, DO…WHILE და FOR ინსტრუქციები).
3 პრაქტიკული ამოცანა.
გაკვეთილი 7 (2 სთ)
ორმაგი ციკლი. ოპერატორები break, return.
2 პრაქტიკული ამოცანა.
გაკვეთილი 8 (2 სთ)
მონაცემთა სტრუქტურული ტიპები – მასივი, ერთგანზომილებიანი მასივები, ორგანზომილებიანი მასივები.
2 პრაქტიკული ამოცანა.
გაკვეთილი 9 (2 სთ)
ფუნქციები, ლოკალური და გლობალური ცვლადები, ზოგიერთი სტანდარტული ფუნქცია.
2 პრაქტიკული ამოცანა.
შეფასება
- პრაქტიკული დავალებები;
- ფინალური ტესტირება;
- სერტიფიკატი.