BTU-ს კვლევების ცენტრი ფოკუსირდება კვლევებზე ციფრული ეკონომიკის, ციფრული მეწარმეობის და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით.
სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, აკადემირ პერსონალს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე კვლევით პროექტებში, დამოუკიდებლად აირჩიონ მათთვის საინტერესო კვლევა, ჩაერთონ დაგეგმვის, განხორციელების და შედეგების ანალიზის პროცესში და გაიღრმავონ ცოდნა და კვლევითი უნარები.
კვლევების ცენტრის მიზანია:
- სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ბტუ-ს თანამშრომლობისა და საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა;
- ფუნდამენტური ან/და გამოყენებითი კვლევევის განხორციელება, ახალი ცოდნის გენერირება და გავრცელება;
- BTU-ს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვა, საგანმანათლებლო პროცესში სამეცნიერო კვლევების შედეგების და თანამედროვე ცოდნის გამოყენების ხელშეწყობა;
- მეცნიერთა და მკვლევართა ახალგაზრთა თაობის მომზადება, ბტუ-ს პერსონალის და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა;
- ცენტრის და მისი პარტნიორების შესაძლებლობების კონსოლიდაცია, ცენტრის და მისი პარტნიორების სამეცნიერო-კვლევითი მიღწევების კომერციალიზაცია;
- საქართველოს ეკონომიკის სექტორისთვის სამეცნიერო და საკონსულტაციო დახმარების გაწევა საჭიროებისამებრ.
კვლევითი ცენტრის აქტივობები
საერთაშორისო კვლევითი აქტივობები, სამეცნიერო პანელური დისკუსიები, კვლევების პრეზენტაციები, სამეცნიერო და საკონსულტაციო დახმარების გაწევა მეცნიერთათვის, პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებების გარშემო ახალი კვლევების ინიცირება და განხორციელება, ტრენინგები აკადემიური პერსონალისთვის, სამეცნიერო პრემია, სტუდენტური სამეცნიერო კვლევები და სხვა.
სამეცნიერო პრემია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) კვლევითი ცენტრის ინიციატივით, უნივერსიტეტის აკადემირი პერსონალისთვის, სამეცნიერო კვლევებისა და მეცნიერების პოპულარიზაციისთვის, ყოველწლიურად ტარდება კონკურსი, რათა გამოვლინდეს სამეცნიერო პრემიის ლაურეატები. სპეციალურად შექმნილი მეცნიერთა და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა მოწინავე კვლევით ცენტრებსა და ინსტიტუციებს წარმოადგენს.
საერთაშორისო პარტნიორები
BTU-ს კვლევითი ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: საფრანგეთი, თურქეთი, ინდონეზია, გერმანია, ჩინეთი, პორტუგალია, აშშ, ისრაელი, ესპანეთი, სერბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უკრაინა, პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა და სხვა.
საერთაშორისო კვლევითი პროექტები
ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მომზადებული კვლევები:
- Study of teaching methodology and curriculum in relation to Industry 4.0
- Literature Study – Industry 4.0
- სტარტაპ სტატუსი და სტარტაპ ეკოსისტემის სამართლებრივი რეგულირება საქართველოში
- კაპიტალის ბაზრის ფორმირება საქართველოში და საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციის შესაძლებლობები მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე
- შემოქმედებითი ინდუსტრიის საჭიროებების შეფასება საქართველოში
- ფინანსების წვდომის შესაძლებლობა სტარტაპებისთვის
ტექნოლოგიების ტრანსფერი
ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აშშ-ის საელჩოს ინიციატივის – „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ (UCBP) ფარგლებში ხორციელდება.
BTU-ში ტექნოლოგიების ტრანსფერის პროცესის დანერგვა ემსახურება სამეცნიერო კვლევების ტრანსფორმაციას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პრაქტიკაში დანერგვას კვლევების შემდგომი კომერციალიზაციისთვის.
კვლევების დაფინანსების ადგილობრივი წყაროები
- საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროგრამები
- შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
კვლევების დაფინანსების საერთაშორისო წყაროები
- ჰორიზონტი 2020 (ქართულენოვანი პორტალი)
- დაფინანსების და ტენდერების პორტალი – Funding and Tenders Portal
- ევროპული ინოვაციების საბჭო (EIC) – საპილოტე პროგრამა
- Marie Sklodowska Curie Fellowships
- European Research Council (ERC)
- Societal Challenges
- Industrial Leadership
- Carnegie Fellowship | NCEEER
- Fulbright Visiting Scholar Program (outgoing scholars)
- Fulbright Senior Specialists Program (incoming scholars)
- International Visitor Leadership Program (IVLP)
- Open Society Foundations
- European Union’s Seventh Framework Program (FP7)
- British Council
- Funding Opportunities for Scholars – DAAD Fellowships
- Heinrich-Böll-Foundation
- Visegrad Scholarship Program (VSP)
- Swedish Institute scholars
სწავლისა და კვლევების დაფინანსების წყაროები სტუდენტებისთვის:
კვლევებისთვის საჭირო ინფორმაციის წარსადგენი ფორმები:
- განცხადება დაფინანსების მიღებისთვის
- ნაშრომის ბიუჯეტისა და განრიგის შეთანხმება
- ნაშრომის შესრულების ანგარიში