კურსი მონაწილეებს გააცნობს დაპროგრამირების ენა Python–ის საფუძვლებს და მის პრაქტიკულ გამოყენებას სხვადასხვა ტიპის ამოცანების გადასაჭრელად.
სამიზნე ასაკი: VII კლასიდან ზემოთ
რეგისტრაციის წინაპირობები:
- კომპიუტერის გამოყენების საბაზისო უნარები;
- ფაილებთან და ონლაინ პლატფორმებთან მუშაობის უნარი;
- მათემატიკის სასკოლო კურსის საბაზისო ცოდნა;
ფორმატი: ონლაინ
კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე (9 შეხვედრა)
შეხვედრების სიხშირე: კვირაში 2 დღე
ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
რეგისტრაციის პერიოდი: 15 სექტემბერი – 2 ოქტომბერი, 2026
სწავლების პერიოდი: 8 ოქტომბერი – 6 ნოემბერი, 2026
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20–25 მონაწილე
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: [email protected]
კურსის შინაარსი
გაკვეთილი 1 (2 სთ)
Python-ის გარემოს მომზადება. აუცილებელი ხელსაწყოები: Github-ის ანგარიშის შექმნა, CS50.DEV ანგარიშის შექმნა, კოდის ედიტორი, VS Code – სტრუქტურა.
გაკვეთილი 2 (2 სთ)
მარტივი პროგრამის მაგალითები, ფუნქცია და არგუმენტი, შეცდომები – BUGS.
გაკვეთილი 3 (2 სთ)
ცვლადები (Variables): დაბრუნებული მნიშვნელობა და ცვლადი, კონკატენაცია. კომენტარები, ფსევდოკოდი.
პრაქტიკული ამოცანა.
გაკვეთილი 4 (2 სთ)
ფუნქციის არგუმენტები: ფუნცქია მრავალი არგუმენტით, დასახელებული არგუმენტები.
ტექსტი (String): ფორმატირებული String, Striing – ის მეთოდები, მეთოდების გამოყენების სტილი, ტექსტის გახლეჩვა.
პრაქტიკული ამოცანა.
გაკვეთილი 5 (2 სთ)
რიცხვები და ოპერატორები: მათემატიკური ოპერატორები, შეკრება, ტიპის კონვერტაცია, წილადები, დამრგვალება, რიცხვების ფორმატირება, გაყოფა, ფორმატირებული სტრინგი და დამრგვალება.
პრაქტიკული ამოცანა.
გაკვეთილი 6 (2 სთ)
პირობითი კონსტრუქციები (Conditional): შედარების ოპერატორები, IF ბლოკი, მრავალი პირობის დაკმაყოფილება, elif, else, or – ლოგიკური “ან” ოპერატორი, მარტივი ტოლობა და მარტივი უტოლობა.
პრაქტიკული ამოცანა.
გაკვეთილი 7 (2 სთ)
ციკლები: While ციკლი, While ციკლის იმპლემენტაცია, While ციკლი – გაუმჯობესება, ინკრემენტაციის მოკლე ჩანაწერი.
For ციკლი, დიაპაზონი – range(), for ციკლის გამოუყენებელი ცვლადი, სტრიქონის გამრავლება. წყვეტა და გაგრძელება (break & continue).
პრაქტიკული ამოცანა.
გაკვეთილი 8 (2 სთ)
სია (list): სია / list და მისი ელემენტების გამობეჭდვა, სიის / list ელემენტები და ინდექსაცია, ინდექსებისა და მნიშნველობების ერთდროული გამოყენება.
ლექსიკონი (dict): “ლექსიკონი” / dict ზოგადი განმარტება, dict – ის იმპლემენტაცია, dict და list კომბინაციაში.
პრაქტიკული ამოცანა.
გაკვეთილი 9 (2 სთ)
შეფასება
- პრაქტიკული დავალებები;
- ფინალური ტესტირება;
- სერტიფიკატი.