2026 წლიდან, BTU-ში შეიქმნა საგრანტო ფონდი სტუდენტებისთვის, რომლის მიზანია ნიჭიერი და წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ნაწილობრივი ან სრული დაფინანსების გზით.
დაფუძნების დღიდან, ამ დრომდე, BTU-ში სტიპენდიანტი სტუდენტების რიცხვი მუდამ იზრდებოდა. ჯამში 3500-მდე სტუდენტის სწავლის საფასური საუნივერსიტეტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში იქნა დაფარული.
დაფინანსების სქემა
საგრანტო ფონდიდან სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ 2026-2027 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებს.
გრანტი გაიცემა ყოველსემესტრულად შემდეგი პრინციპით
პირველ სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტებს გრანტი გადაეცემათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების მიხედვით. ხოლო მაგისტრატურის სტუდენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდების რანჟირების ქულების გათვალისწინებით.
მეორე სემესტრიდან გრანტის შენარჩუნება / მიღება დამოკიდებულია სტუდენტის სარეიტინგო ქულაზე
რეიტინგის ქულის კომპონენტები
- ძირითადი კომპონენტი – აკადემიური მოსწრება (წინა სემესტრის შედეგები).
- დამატებითი კომპონენტები – სხვადასხვა (შესაბამისი პროგრამის სტუდენტებისთვის რელევანტური/განკუთვნილი) აქტივობები, მათ შორის, მაგ.: განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის აქტივობები; მეწარმეობის ცენტრის აქტივობები; კარიერული განვითარების ცენტრის აქტივობები; კვლევების ცენტრის აქტივობები.
საუნივერსიტეტო აქტივობების კატეგორიები და ქულები
- არანაკლებ ერთ საუნივერსიტეტო კონკურსში/პროექტში/პროგრამაში გამარჯვება = 3 ქულა;
- საუნივერსიტეტო ღონისძიებებში (შეხვედრები, ტრენინგები, საჯარო ლექციები, ჰაკათონები, იდეათონები, სერტიფიცირების პროგრამები, მასტერკლასები, ვებინარები, პანელური დისკუსიები, პრე-აქსელერაციის პროგრამა და/ან სხვა) მონაწილეობა – აქტივობების მთლიანი რაოდენობის: 50%-ზე მეტი = 2 ქულა ან 50%-ზე ნაკლები = 1 ქულა.
საბოლოო რეიტინგის ქულის (Σ) გამოთვლა
Σ (რეიტინგის ქულა) = A (აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა) + B (საუნივერსიტეტო აქტივობების შედეგები: 3 / 2 / 1 ქულა).
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე


