მეწარმეობის ცენტრის შესახებ
მეწარმეობის ცენტრი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში მყოფი ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით 2019 წელს გაიხსნა. ცენტრის მიზანია გაზარდოს სამეწარმეო განათლების ხელმისაწვდომობა, შექმნას სტარტაპების განვითარებისა და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობები, ჩაატაროს კვლევები და ხელი შეუწყოს კვლევების კომერციალიზაციას, მხარი დაუჭიროს ეკოსისტემის ინტერნაციონალიზაციას და შექმნას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მეწარმეობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების სივრცე.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად ცენტრი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან და კომპანიებთან. 2021 წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გახდა პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში, რომელმაც მიიღო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) Martin Trust Center-ის წევრობა. აღნიშნული წევრობის ფარგლებში BTU-ში შეიქმნა შემდეგი შესაძლებლობები:
- BTU-ს სტუდენტები მეწარმეობის და ინოვაციების სასწავლო კურსს გადიან MIT-ს მეთოდოლოგიით და MTC-ში შექმნილი რესურსების გამოყენებით;
- MTC-ს აფილირებული ექსპერტების ჩართულობით შემუშავებულია და ყოველწლიურად ხორციელდება სტარტაპების მხარდასაჭერი პრე-აქსელერაციის პროგრამა;
- MTC-ს რეზიდენტი ანტრეპრენერები სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივის და პროგრამის ფარგლებში უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას BTU-ს ბენეფიციარებს;
- BTU-ს სტუდენტებს და ბენეფიციარ სტარტაპებს აქვთ ულიმიტო წვდომა MTC-ს მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტზე დაფიძნებულ სამეწარმეო პლატფორმაზე – Orbit.
ამასთან, პარტნიორობის ფარგლებში, ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერის მიზნით BTU-ს ინიციატივით ქართულად ითარგმნა და დაიბეჭდა ორი სახელმძღვანელო: ბილ ოლეტის “გამართული ანტრეპრენერობა: 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპისკენ” და ბრედ ფელდისა და ჯეისონ მენდელსონის “ვენჩურული გარიგებები”.
MTC-ს წევრობის გარდა BTU გახდა MIT-ს “გლობალური სტარტაპ ლაბის (GSL)” პირველი რეგიონული პარტნიორი. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში BTU-მ უმასპინძლა GSL აქსელერაციის პროგრამას, რომელსაც MIT-ს სტუდენტები უძღვებოდნენ.
ცენტრის საქმიანობა
BTU-ს მეწარმეობის ცენტრი საქართველოს მასშტაბით მხარს უჭერს სტარტაპებს, დამწყებ მეწარმეებს, სტუდენტებს, ინოვატორებს და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს (მ.შ. ბავშვებს, ახალგაზრდებს, ქალებს, მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესებს) უფასო პროგრამების, მენტორინგის, ვორქშოფების, ჰაკათონების, კვლევებისა და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობების მეშვეობით.
ცენტრი ეხმარება ანტრეპრენერებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტებისა და ბიზნესების განვითარებასა და მასშტაბირებაში. მხარდაჭერა მოიცავს იდეის განვითარებას, ბიზნესმოდელის შექმნას, ბიზნეს გეგმის შემუშავებას, AI-ზე დაფუძნებულ ციფრულ ტრანსფორმაციას, პროდუქტის ვალიდაციას, მარკეტინგს, ინტერნაციონალიზაციას, დაფინანსების მოზიდვასა და ინვესტორებთან თანამშრომლობისთვის მზადებას.
მეწარმეების, მკვლევრების, დეველოპერების, მენტორების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური პარტნიორების დაკავშირების გზით, ცენტრი ხელს უწყობს საქართველოში AI და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას.
ინიციატივები და პროგრამები
- AI სტარტაპ პრე-აქსელერატორი – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სტარტაპების მხარდასაჭერი ინტენსიური სასწავლო და მენტორინგ პროგრამა
- ყოველწლიური დემო დღე – ცენტრის ბენეფიციარი სტარტაპების წარდგენა და საგრანტო კონკურსი
- AI ჰაკათონები გენერაციული ხელოვნური ინტელექტის, AI პროდუქტების, AI ავტომატიზაციის, რობოტიკისა და AI აგენტების მიმართულებით
- ქალების მხარდასაჭერი პროექტები – მეწარმე ქალების უნარების განვითარება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით
- ბავშვების და ახალგაზრდების მხარდასაჭერი პროექტები – ცოდნის გაზიარება და უნარების განვითარება ხელოვნური ინტელექტის, მეწარმეობის და სოციალური ინოვაციების მიმართულებით
- მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერი პროექტები – ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების დანერგვა სხვადასხვა პროცესებში და ა.შ.
- კვლევები – კვლევითი ანგარიშების შემუშავება და გამოქვეყნება ციფრული ეკოსისტემის, AI ეკონომიკისა და AI ტრანსფორმაციის მიამრთულებით
- ე.წ. “Community” ღონისძიებების ორგანიზება ხელოვნური ინტელექტისა და სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ სიახლეებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.