IOAI არის საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელიც ფოკუსირებულია ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების (Machine Learning) მიმართულებაზე.
ოლიმპიადა აერთიანებს მეცნიერებას, პროგრამირებასა და კრეატიულ აზროვნებას ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ სფეროში. მისი მიზანია ახალგაზრდებში ხელოვნური ინტელექტისადმი ინტერესის გაღვივება, მათი მომზადება მომავლის პროფესიებისთვის და თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული AI უნარების განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, BTU-ში ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსის ფარგლებში და GAIA- ის ორგანიზებით, AI ლიგის რამდენიმე ტური ჩატარადა.
AI ლიგა GAIA-ს საოლიმპიადო კურსის მთავარი კომპონენტია, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეამოწმონ კურსზე მიღებული თეორიული ცოდნა, საკუთარი უნარები და მოემზადონ საერთაშორისო ოლიმპიადისთვის.
2025 წელს საქართველომ პირველად წარადგინა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI).
საქართველოს ტექ ოლიმპიად;ების ჰაბმა2026 წელს AI LIGA ის 5 ნაკადს უმასპინძლა GAIA – ის ორგანიზებით, რომლის ფარგლებშიც სულ 150 მოსწავლემ გაიარა ხელოვნური ინტეელექტის მიმართულებით ტრენინგები.
2026 წლის 12 ივნისს, ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში დასახელდნენ საქართველოს ნაკრების წევრები, რომლებიც ასტანაში 103 ქვეყნის მონაწილეებს შორის საქართველოს სახელით ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ.
გაიცანით საქართველოს სანაკრებო გუნდი:
მათე რეხვიაშვილი
ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მოსწავლე
ნიკოლოზ გეგენავა
ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მოსწავლე
გიორგი მაისურაძე
ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მოსწავლე
ლუკა ბერიკელაშვილი
ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მოსწავლე
ანტონი ინგოროყვა
ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მოსწავლე.
გიორგი ცქიტიშვილი
ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მოსწავლე.
ნიკოლოზ კილაძე
გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლე.
ნიკოლოზ ყიფშიძე
136-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.
საქართველომ საერთაშორისო AI ოლიმპიადაში პირველად 2025 წელს მიიღო მონაწილეობა და პირველივე წელს ქვეყნისთვის პირველი მედალი მოიპოვა. ამ წელს საქართველომ 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეროვნული AI ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზახე შეიქმნა.
ტექ ოლიმპიადების ჰაბი ტექნოლოგიური განათლების განვითარებასა და ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა-გაძლიერებას ემსახურება. ჰაბი უზრუნველყოფს მოსწავლეების მომზადებას, ეროვნული ნაკრებების შერჩევასა და მათ მონაწილეობას ინფორმატიკისა და AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადებში, რითაც ხელს უწყობს ახალ თაობაში ტექნოლოგიური უნარების განვითარებას და აძლიერებს საქართველოს წარმომადგენლობას საერთაშორისო ასპარეზზე.
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ნაკრები IOAI 2026-დან 7 მედლით და საპატიო სიგელით ბრუნდება საქართველოში!
2 ოქროს მედალი
- ნიკოლოზ გეგენავა

- გიორგი მაისურაძე

3 ვერცხლის მედალი
• ანტონ ინგოროყვა
• ნიკოლოზ ყიფშიძე
• მათე რეხვიაშვილი
2 ბრინჯაოს მედალი
• ლუკა ბერიკელაშვილი
• ნიკოლოზ კილაძე
საპატიო სიგელი
• გიორგი ცქიტიშვილი
2-8 აგვისტოს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026) საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 103 ქვეყნის საუკეთესო 440 ახალგაზრდა ტალანტებს შორის ასპარეზობდა და ჯამური შედეგებით ქვეყნების სიაში საქართველომ მე-7 ადგილი დაიკავა!
საქართველოს ტექნოლოგიური ნაკრების შერჩევასა და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებას უზრუნველყოფს საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივითა და TBC-ის მხარდაჭერით შეიქმნა.
IOAI-ისთვის მოსწავლეთა რვათვიანი ინტენსიური მომზადება, სპეციალური სასწავლო პროგრამის შექმნა და განხორციელება საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) უზრუნველყო. AI LIGA-ს ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები, მანქანური სწავლება (ML), უმაღლესი მათემატიკა და საერთაშორისო ტურნირებისთვის აუცილებელი პრაქტიკული და სტრატეგიული უნარები.
- 2 ოქროს მედალი
- 3 ვერცხლის მედალი
- 3 ბრინჯაოს მედალი
- 1 საპატიო სიგელი
ოლიმპიადის შესახებ
ვისთვის არის ოლიმპიადა?
ოლიმპიადა განკუთვნილია 9–12 კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან AI ინსტრუმენტებით, პროგრამირებით, მათემატიკით, მონაცემთა ანალიზით და მანქანური სწავლების საფუძვლებით.
სად ჩატარდება საერთაშორისო ოლიმპიადა?
საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება აბუ დაბიში.
რამდენ ეტაპიანია ოლიმპიადა?
ოლიმპიადა ორტურიანია, რის შემდეგაც ხდება ეროვნული ნაკრების ფორმირება და მონაწილეთა ინტენსიური გადამზადება საერთაშორისო ოლიმპიადისთვის.
რა ფორმატში ჩატარდება შესარჩევი ოლიმპიადა?
შესარჩევი ტური ჩატარდება BTU-ს კამპუსში.
რა სახის ტესტები შედის ოლიმპიადაში?
ამოცანები მორგებულია Python-ის ცოდნაზე, მათემატიკაზე (ალგებრა, ალბათობა, სტატისტიკა), მონაცემთა ანალიზზე, მანქანური სწავლების საბაზისო პრინციპებზე, ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებაზე და გუნდურ მუშაობაზე.
როგორ შემიძლია მონაწილეობა?
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა. სარეგისტრაციო ფორმა გამოქვეყნდება სექტემბერში, ეროვნული ოლიმპიადების რეგისტრაციის დაწყებისთანავე BTU-ს ვებ-გვერდსა და სოცილურ ქსელებში.
როგორ ხდება ნაკრების შერჩევა?
ნაკრების ფორმირება ხდება შესარჩევ ტურებზე ნაჩვენები შედეგების საფუძველზე.
რამდენი წევრისგან შედგება ნაკრები?
ფორმირდება მაქსიმუმ 2 გუნდი, თითოეულში 4 მონაწილე.
რა სახით ხდება ნაკრების გადამზადება?
ნაკრების წევრების გადამზადება თითოეული ოლიმპიადის წინ ტარდება სპეციალურად ორგანიზებულ 20-დღიან მოსამზადებელ შეკრებაზე. მეცადინეობები მიმდინარეობს როგორც ნაკრების ძირითად წევრებთან, ისე რეზერვისტებთან და შეესაბამება საერთაშორისო ოლიმპიადების სტანდარტებს.
IOAI
0:16