BTU-ს უწყვეტი განათლების პროგრამა უნიკალური ინიციატივაა, რომელიც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მთელი სიცოცხლის განმავლობაში აძლევს შესაძლებლობას, სრულიად უფასოდ გაიარონ უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო კურსები.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სასურველ სასწავლო კურსს/კურსებს ირჩევენ ყოველსემესტრულად, BTU-ს მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამებიდან და თავისუფალი მსმენელის სტატუსით ერთვებიან სასწავლო პროცესში.
ინიციატივა ხელს უწყობს პროფესიული ცოდნის განახლებას, ახალი კომპეტენციების განვითარებას, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაციას და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის კულტურის გაძლიერებას.

2019 წლიდან დღემდე უწყვეტი განათლების პროგრამით ისარგებლა 370-მდე კურსდამთავრებულმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა. პროგრამის ფარგლებში მათ მიერ არჩეული სასწავლო კურსების ჯამური რაოდენობა 800-ს შეადგენს.