
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, BTU-ში ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსის AI ლიგის პირველი ტური გაიმართა.
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, BTU-ში ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსის AI ლიგის პირველი ტური გაიმართა.
AI ლიგა GAIA-ს საოლიმპიადო კურსის მთავარი კომპონენტია, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეამოწმონ კურსზე მიღებული თეორიული ცოდნა, საკუთარი უნარები და მოემზადონ საერთაშორისო ოლიმპიადისთვის.
2025 წელს საქართველომ პირველად წარადგინა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI).
2026 წელს საქართველოს ნაკრების წარდგენა (IOAI) ოლიმპიადაზე, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარლგებში მოხდება, რომელზე შერჩეული ნაკრების წევრების ინტენსიური მომზადება იგეგმება.


