EJOI არის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომელიც განკუთვნილია ნიჭიერი ახალგაზრდა მოსწავლეებისთვის და წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის, მათ შორის IOI-სთვის, მოსამზადებელ გზაზე.
EJOI მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ადრეული ასაკიდანვე განივითარონ რთულ ალგორითმებთან მუშაობის უნარები, მიიღონ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის გამოცდილება და მოემზადონ უფრო მაღალი დონის ოლიმპიადებისთვის.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში EJOI
საქართველოს სანაკრებო გუნდი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EJOI)
ლიტვა, კაუნასი | 24-30 ივლისი, 2026
გაიცანით ნაკრები, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ინფორმატიკის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით წარდგება.
დიმიტრი შენგელია
პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა , მე-10 კლასი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი “მზიური”.
ნატალია პაპაშვილი
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი “მზიური”.
გიორგი ციბაძე
სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. ქ. ქუთაისის დაპროგრამების სკოლა “აიასოფტ” AiaSoft
რიჩარდ ბარბაქაძე
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი “მზიური”.
გიორგი მანდარია
სანაკრებო გუნდის ლიდერი; დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი 1990 წლიდან.
ბაქარ გამეზარდაშვილი
სანაკრებო გუნდის თანალიდერი – ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი, ინფორმატიკის მსოფლიო სტუდენტური ოლიმპიადის ორგზის ფინალისტი, რუმინეთის მასტერსის ვერცხლის მედალოსანი მათემატიკაში, ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის ოქროს და ბრინჯაოს მედალოსანი მათემატიკაში.
ლიზი პავლიაშვილი
(რეზერვი) ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, EGOI – 2025-ის მონაწილე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი “მზიური”. EGOI 2026 ნაკრების წევრი.
გიორგი ცქიტიშვილი
(რეზერვი) – გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლე.
ოლიმპიადის შესახებ
ვისთვის არის ოლიმპიადა?
ოლიმპიადა განკუთვნილია 16 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის.
სად ჩატარდება საერთაშორისო ოლიმპიადა?
2026 წლის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდება ლიტვაში, კაუნასში.
თარიღი: 24–30 ივლისი.
რამდენ ეტაპიანია?
შესარჩევი ეტაპი ორტურიანია.
თითო ტურში: 3 ამოცანა
დრო: 4 საათი
იგივე ფორმატია საერთაშორისო ოლიმპიადაზეც.
რა სახის ტესტები შედის ოლიმპიადაში?
მონაწილეებს ეძლევათ რთული ალგორითმული ამოცანები, რომლებიც მოითხოვს:
ოპტიმალური გადაწყვეტის მოძებნას
ალგორითმის შემუშავებას
პროგრამულ რეალიზაციას
ალგორითმებისა და საბაზო მონაცემთა სტრუქტურების ცოდნას
პროგრამირების მაღალ დონეზე ფლობას
რა ფორმატში ჩატარდება შესარჩევი ოლიმპიადა?
შესარჩევი ეტაპი ჩატარდება BTU-ს კამპუსში.
როგორ შემიძლია მონაწილეობა?
EJOI განკუთვნილია 16 წლამდე მოსწავლეებისთვის (პოტენციური მონაწილე დაბადებული უნდა იყოს 2010 წლის 31 დეკემბრის შემდეგ).
*ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე EJOI რეგისტრაცია დასრულებულია. I საკვალიფიკაცი
როგორ ხდება ნაკრების შერჩევა?
ნაკრების ფორმირება ხდება შესარჩევ ტურების შედეგების საფუძველზე.
რამდენი წევრისგან შედგება ნაკრები?
ჩატარდება ორი შესარჩევი ტური, რის შედეგადაც ფორმირდება 4 ძირითადი წევრისა და 2 რეზერვისტისგან შემდგარი ნაკრები.
რა სახით ხდება ნაკრების გადამზადება?
ნაკრების წევრების გადამზადება თითოეული ოლიმპიადის წინ მიმდინარეობს სპეციალურად ორგანიზებულ 20-დღიან მოსამზადებელ შეკრებაზე. მეცადინეობები ტარდება როგორც ნაკრების ძირითად წევრებთან, ისე რეზერვისტებთან და სრულად შეესაბამება საერთაშორისო ოლიმპიადების სტანდარტებს.
შესარჩევი ტურების შედეგები
EJOI საკვალიფიკაციო I ტური
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე EJOI რეგისტრაცია დასრულებულია. I საკვალიფიკაცი
ტურის განრიგი 5 მაისს:
17:00-17:30 – სავარჯიშო ტური;
17:30-19:30 – საკვალიფიკაციო ტური
* ცხრილში რუხი ფერით მონიშნული პირველი 30 მოსწავლე დაშვებულია შესარჩევ ტურზე, რომელიც გაიმართა 23-24 მაისს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
9:30-10:00 – სავარჯიშო ტური
10:00-14:00 – ძირითადი ტური.
10:00-14:00 – ძირითადი ტური.