Back
ქუჯი-ბიჭია

ქუჯი ბიჭია

ეკონომიკის დოქტორს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორ ქუჯი ბიჭიას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება აკადემიურ სფეროში, მათ შორის წაკითხული აქვს ლექციების კურსი უცხოეთში. არის არაერთი დარგობრივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია სამეცნიერო ნაშრომები. მომზადებული აქვს სალექციო მასალები: თამაშთა თეორია; თამაშთა თეორია მენეჯერებისთვის და ციფრული მეწარმეობა და ანტრეპრენერი.
DAAD-ის დაფინანსებული ლეონარდ ოილერის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მუშაობდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

ქუჯი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.