Back
Nino_Enukidze_BTU

ნინო ენუქიძე

ნინო ენუქიძე არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, 2019 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი,  UNICEF Georgia-ს ბიზნეს მრჩეველთა საბჭოს წევრი, ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) საპატიო საბჭოს წევრი და აკადემიური კონსორციუმის პრეზიდენტი, პროექტ “კოდინგის სკოლა ქალებისთვის” დამფუძნებელი. 2023-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2024 წელს ის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ არჩეულ იქნა ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად. მიღებული აქვს ჯილდომომავლის არქიტექტორი“- კატეგორიაში (Architect of Tomorrow) Emerging Europe-ის მიერ და დასახელებული გახლდათ  „ძლიერი ქალები IT- მსოფლიო გამოცემა“-ში 200 გამორჩეულ ლიდერს შორის. წლებია, ნინო ენუქიძე აქტიურად საქმიანობს პედაგოგიურ და პრაქტიკულ სფეროებში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 

 

იგი არის 20-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი, არაერთი სამეცნიერო ვორკშოპის, სემინარის მონაწილე, არაერთი პროფესიული განვითარების საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე და სამეცნიერო პროექტის ავტორი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე და მკვლევარი.