Back
BTU – Geo

დავით სიხარულიძე

დავით სიხარულიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იკავებს პროფესორის პოზიციას და ფლობს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხს.

აქვს აკადემიურ, სამეცნიერო და საჯარო სექტორებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

მისი პროფესიული და აკადემიური საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო ბიზნესს, ეკონომიკას, უცხოურ ინვესტიციებს, კორპორაციულ მართვას, მარკეტინგსა და კვლევის მეთოდებს.

დავით არის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სასწავლო გამოცემის ავტორი და თანაავტორი, რომელთა ნაწილი ინდექსირებულია Scopus-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და Erasmus+ პროგრამებში.

დავით ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

სხვა პერსონალი