Back
თინათინ-ჟორჟოლიანი

თინათინ ჟორჟოლიანი

თინათინ ჟორჟოლიანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორია. იგი ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიურ ხარისხს.

მას აქვს აკადემიურ, საბანკო და საჯარო სექტორებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ფინანსურ მართვას, აუდიტსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას.

მისი კვლევითი ინტერესებია უცხოური ინვესტიციები, ეკონომიკური განვითარება, საერთაშორისო ბიზნესი და ფინანსური უსაფრთხოება.

თინათინი არის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სასწავლო გამოცემის ავტორი და თანაავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, კვლევით პროექტებსა და Erasmus+ პროგრამებში.

თინათინი ფლობს ინგლისურ ენას.

სხვა პერსონალი