Back
eka-ქარდავა

ეკატერინე ქარდავა

ეკატერინე ქარდავა არის სამართლის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი. მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოსა და უცხოეთში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებში და გავლილი აქვს ტრენინგკურსები პროფესიული მიმართულებით საქართველოსა და უცხოეთში. მისი ავტორობითა და თანაავტორობით შექმნილია არაერთი სახელმძღვანელო და სამეცნიერო ნაშრომი.

სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საგრანტო პროექტებში:  აზროვნების ტრანსფორმაცია და ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესება საჯარო სამსახურში (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია); დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა საჯარო სამსახურში ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია); დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა საჯარო სამსახურში ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) და სხვა.  არის DAAD-ის სტიპენდიატი 2020 წელს.

 

ეკატერინე ფლობს ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და რუსულ ენებს.