Back
ვალერი მოდებაძე

ვალერი მოდებაძე

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ვალერი მოდებაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორია. მას აქვს აკადემიურ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ვალერი მოდებაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობდა როგორც მომხსენებელი, მთავარი მომხსენებელი, სესიის ხელმძღვანელი და მოდერატორი.

2025 წელს მიღებული აქვს I ადგილის დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებში საუკეთესო სტატიისთვის და დიპლომი პოლიტოლოგიაში საუკეთესო სახელმძღვანელოსთვის. ასევე მონაწილეობდა Journal of Liberty and International Affairs-ის რეცენზირების პროცესში რეცენზენტის სტატუსით.

ვალერი ფლობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

სხვა პერსონალი