Back
3333

მაია ხელაძე

BTU-ს დოქტორანტი

მაია ხელაძე  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორია, ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა ბანკსა და ფინანსურ ორგანიზაციაში, სადაც ის წამყვან თანამდებობებს იკავებს წლების განმავლობაში.

განხორციელებული აქვს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის: ბანკის საკუთარი საპროცესინგო ცენტრის ჩამოყალიბება და განვითარება;  სოციალური პროექტების საბანკო ბარათებთან ინტეგრაცია და სრული ავტომატიზაცია: სოციალური ბარათის პროექტი;  „ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის“ პროექტი – „მოსწავლის უკონტაქტო ბარათი“ ;  საპროცესინგო სერვისების აუტსორსინგული მომსახურების განვითარება და აგენტი ბანკის ჩართვა სისტემაში 2007 წ.; ნაღდი ფულის ტერმინალების ბიზნეს ხაზის ჩამოყალიბება და განვითარება და სხვა. 1995 წლიდან აქტიურად მონაწილეობს კონფერენციებში, მათ შორის მიწვეულ სპიკერად. ასევე, გავლილი აქვს არაერთი ტრენინგკურსი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მაია კითხულობს საბანკო საქმის კურსს ბაკალავრებისთვის  და ელექტრონული კომერციის ადმინისტრირების კურსს – მაგისტრებისთვის.

ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ და რუსულ ენებს.

სხვა პერსონალი