cotne-jgenti

ცოტნე ჟღენტი

ASSOCIATE PROFESSOR AT BTU

ცოტნე ჟღენტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. არის ეკონომისტი, ეკონომიკის დოქტორი მაკროეკონომიკის მიმართულებით. 

ცოტნე ჟღენტს აქვს სამუშაო გამოცდილება როგორც საჯარო სექტორში (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური), ასევე კერძო სექტორში ეკონომიკურ ანალიტიკოსად. 

ცოტნე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა  ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის: გრანადის უნივერსიტეტში, ტარტუს უნივერსიტეტში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში.

ცოტნე ჟღენტის კვლევითი ინტერესები მოიცავს შემდეგ სფეროებს: ციფრულ ეკონომიკას, ცირკულარულ ეკონომიკას, მაკროეკონომიკას, ინსტიტუციურ ეკონომიკას, ნდობის ეკონომიკას.  

მისი ნაშრომები იბეჭდება საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო გამოცემებში. 

მიღებული აქვს საერთაშორისო კვლევითი სტიპენდიები სხვადასხვა დონორისგან (მათ შორის DAAD-ისა და Dora Plus-ისგან). ასევე,  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული 7 საგრანტო პროექტის მონაწილეა. მათ შორისაა მიმდინარე პროექტი  ბტუ-ში ცირკულარული ეკონომიკის სტუდენტური ბანაკი, რომლის ხელმძღვანელიცაა.

ცოტნე ჟღენტი თანაავტორია ბტუ-ს მეწარმეობის ცენტრის ბაზაზე მომზადებული კვლევისა „კაპიტალის ბაზრის ფორმირება საქართველოში და საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციის შესაძლებლობები მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე“.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში კითხულობს ეკონომიკის პრინციპების კურსს. 

2022 წლის გაზაფხულზე, ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, მიემგზავრება რჟეშოვის უნივერსიტეტში (პოლონეთი) ლექციების წასაკითხად. 

ხელმძღვანელობს ბტუ-ს მაგისტრანტებს ციფრული ეკონომიკის სხვადასხვა ბაზრის კვლევის მიმართულებით.

ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.

სხვა პერსონალი