Back
vaxtang=cqareuli

ვახტანგ ჩქარეული

BTU-ს ასოცირებული პროფესორი

ვახტანგ ჩქარეული არის ეკონომიკის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.  

ვახტანგს აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორებში. ამჟამად იგი იკავებს ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფინანსებისა და ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას.

მისი ძირითადი კვლევითი მიმართულებებია ეკონომიკის ციფრული და ცირკულარული ტრანსფორმაცია, ასევე ციფრული მეწარმეობა და ცირკულარული ბიზნესმოდელების დანერგვის თავისებურებები კერძო სექტორში.

ვახტანგ ჩქარეული გახლავთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის არაერთი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იგი კითხულობს შემდეგ კურსებს: ფინანსური მენეჯმენტი; ფინანსური აღრიცხვა; ცირკულარული ეკონომიკა; მენეჯერული ეკონომიკა. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია არაერთი სამაგისტრო ნაშრომი.  

ვახტანგ ჩქარეული თანამშრომლობს წამყვან ევროპულ და ამერიკულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან – სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ერთობლივ კვლევებში და ატარებდა საჯარო ლექციებს ლუიზიანის უნივერსიტეტში (აშშ), გრანადის უნივერსიტეტში (ესპანეთი), როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტში (აშშ), რიგის ბიზნესის სკოლაში (ლატვია) და სხვა.

იგი სრულყოფილად ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ და რუსულ ენებს.

სხვა პერსონალი