Back
შალვა ჯულაყიძე

შალვა ჯულაყიძე

ეკონომიკის დოქტორი შალვა ჯულაყიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორია. მას აქვს აკადემიურ და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2025 წლიდან არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა იუსტიციის სახლში შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსად, ასევე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში.

შალვა ჯულაყიძე 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორია და მონაწილეობა აქვს მიღებული 15 ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.

მისი პუბლიკაცია Reform of the System of the State Purchases in Georgia წარმოდგენილი იყო OSCE-ის სემინარზე Promotion of Good Governance and Fighting Corruption in the South Caucasus. გავლილი აქვს ტრენინგკურსები რისკების მართვის, მოლაპარაკების უნარების, სახელმწიფო შესყიდვების, დარწმუნების ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის მიმართულებით.

შალვა ფლობს ინგლისურ ენას.

სხვა პერსონალი