დავით გულუა
ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი დავით გულუა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იკავებს პროფესორის თანამდებობას. აქვს აკადემიურ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ასევე IT სფეროში სხვადასხვა დროს მუშაობდა მთავარ სისტემურ ადმინისტრატორად, კონსულტანტად, განყოფილების უფროსად. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი (ავტორი/თანაავტორი).
2018-2019 წლებში იყო რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროქტის – „კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები გლობალურ საინფორმაციო სივრცეში“ – კოორდინატორი და ტრენერი. ასევე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ონლაინ სასწავლო კურსების პროექტ trainings.gov.ge-ს ტრენერი.
დავითი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.