Back
nino-miqava

ნინო მიქავა

BTU-ს ასოცირებული პროფესორი

ნინო მიქავა არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. 

ნინოს აქვს სადაზღვევო და ჯანდაცვის სექტორების მენეჯმენტში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება.
აქვს ექსპერტული ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის მენეჯმენტის, გლობალური ჯანდაცვის მიმართულებით. ნინო მიქავა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებთან წარმართავს სასწავლო კურსებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ორგანიზაციული ქცევა,  მენეჯმენტის საფუძვლები, ჯანმრთელობის დაზღვევა და რისკის მენეჯმენტი, სამედიცინო ტურიზმი და ციფრული ჯანდაცვა.
ნინოს კვლევითი ინტერესები მოიცავს შემდეგ სფეროებს: ელექტრონული ჯანდაცვა, ტელემედიცინა, ჯანდაცვის სისტემები, სამედიცინო ტურიზმი.
ნინო არის საბაკალავრო და სამაგისტრო თემების ხელმძღვანელი ჯანდაცვის მენეჯმენტისა და  მენეჯმენტის მიმართულებით.  

ნინო მიქავა არის MASHAV-ის პროგრამის კურსდამთავრებული. მისი ინიციატივით ისრაელის საელჩომ საქართველოში და MASHAV-ის სატრენინგო ცენტრმა ციფრული ჯანდაცვის კურსი ჩაატარა საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისათვის 2021 წლის დეკემბერში. ნინოს გავლილი აქვს ჯანდაცვის მენეჯმენტის კურსი სკრენტონის უნივერსიტეტის პროგრამით, გლობალური ჯანდაცვის კურსი ტრომსოს უნივერსიტეტში. იგი არის ყვითელი ქამრის მფლობელი ლინ მენეჯმენტში (კაიზენის ინსტიტუტი საქართველოში). ამჟამად გადის ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასერტიფიკატო კურსს „ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება“.

მთავარი მკვლევრის როლში ხელმძღვანელობდა კვლევით პროექტებს: „საჭიროებების შეფასება საქართველოს პირველადი ჯანდაცვის მენეჯმენტში“; „დიაბეტის ეფექტური მართვისთვის ციფრული ტექნოლოგიების საჭიროების შეფასება საქართველოში“; „ციფრული ჯანდაცვის ათვისების ბარიერები და გამოწვევები საქართველოში“.

ნინო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და ვორკშოფებში. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სტატია და კვლევის ანგარიში. 

მშობლიური ქართულის გარდა, თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

სხვა პერსონალი