
თორნიკე ჯობავა
კაპიტანი აფხაზეთი – როგორც მას სტუდენტები ეძახიან – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული-პროფესორია.
კითხულობს კურსებს: „შესავალი მეწარმეობაში“, „ინოვაციების მენეჯმენტი და სტარტაპი“.
იგი არის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი და ახორციელებს საგანმანათლებლო და ინოვაციურ პროექტებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად.
აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება. დაფუძნებული აქვს რამდენიმე სტარტაპი და შექმნილი აქვს 30-მდე ციფრული პროდუქტი.
ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების სტრატეგიულ პროგრამებში. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი და რედაქტორი.
ფიქრობს რომ ყველა ადამიანი დაბადებიდან ანტრეპრენერია და უნივერსიტეტში მისი მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის სწორედ ამის შეხსენებაა.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
სხვა პერსონალი

ნინო მიქავა

ზურაბ კუჭავა

მაია ხელაძე

ცოტნე ჟღენტი

ანდრია გოცირიძე

თამთა მამულაიძე

თამარ კანაშვილი

ანი ვაშაყმაძე

ანა გოგიჩაძე

ვახტანგ ჭარაია

მაია მელიქიძე
