BTU – ში ჩაბარებამდე
ადაპტაციის პერიოდი
სტუდენტობა
ბიბლიოთეკის სამსახური
კარიერული განვითარების ცენტრი
მეწარმეობის ცენტრი
საერთაშორისო ურთიერთობების
სამსახური
უნივერსიტეტის დასრულება,
კვალიფიკაციის მინიჭება
სამსახური
უნივერსიტეტის
დასრულების შემდგომ
BTU - ში ჩაბარებამდე
ერთიანი ეროვნული გამცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების შემდეგ აუცილებელია რეგისტრაციის გავლა უნივერსიტეტში.
- აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცედურებთან, ვადებთან, წარმოსადგენ დოკუმენტაციასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გაეცანით განცხადებაში.
- სამაგისტრო პროგრამებზე მიღების პროცედურების, შიდა გამოცდების მნიშვნელოვანი თარიღების და სხვ. ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.
- სადოქტორო პროგრამებზე რეგისტრაციის პროცედურებთან, ვადებთან, წარმოსადგენ დოკუმენტაციასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გაეცანით განცხადებაში.
ადაპტაციის პერიოდი
- სტუდენტებთან კომუნიკაცია: მიეწოდებათ ინფორმაცია BTU-ში არსებული შესაძლებლობების, სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებების და BTU-სთან გასაფორმებელი ხელშეკრულების არსებითი პირობებისა და სწავლის საფასურის გადახდის ვადების შესახებ.
- BTU-ში ჩარიცხვისთანავე სტუდეტებთან ტარდება საორიენტაციო ტრენინგი - ამ ეტაპზე სტუდენტებს ეხსნებათ BTU-ს კორპორატიული ელ-ფოსტა და წვდომა სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემასთან (BTU CLASSROOM). აღნიშნულ შეხვედრაზე სტუდენტები გაიცნობენ ფაკულტეტს დეკანს და ბტუ-ს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს. შეხვედრის დროს განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ბტუ-ს ისტორია, მისი განვითარების ეტაპები და მიღწევები, სასწავლო პროცესის თავისებურებები, სერვისები/შეთავაზებები, შესაძლებლობები და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.
- სასწავლო კურსების არჩევა - აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სასწავლო კურსების რეგისტირებას ელექტრნულ სისტემაში (BTU classroom) რომელიც სტუდენტებს გამოუჩნდებათ სწავლის დაწყებამდე. პირველ სემესტრში სტუდენტს სასწავლო ცხრილს უდგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, მეორე სემესტრიდან სტუდენტი თავად გაივლის აკადემიურ რეგისტრაციას BTU Classroom სისტემაში.
- სწავლის დაწყებამდე ყველა ჩარიცხული სტუდენტებს მიიღებს საინფორმაციო მეილებს.
სტუდენტობა
სემესტრის დაწყებამდე, სტუდენტს სავალდებულოა ქონდეს სწავლის საფასური გადახდილი;
საგნების(ცხრილის) არჩევა - სემესტრული აკადემიური რეგისტრაცია;
დამატებითი კრედიტები - სტუდენტს, რომელსაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კრედიტების გარდა სურს დამატებითი კრედიტების არჩევა, შესაძლებლობა აქვს აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში დაარეგისტრიროს დამატებითი სასწავლო კურსები. სემესტრში განსაზღვრულზე მეტ კრედიტებზე რეგისტრაცია დასაშვებია, თუ წელიწადში დატვირთვა არ გახდება 75 კრედიტზე მეტი (შემოდგომის სემესტრში არაუმეტეს 40, ხოლო გაზაფხულის სემესტრში არაუმეტეს 50 კრედიტისა). ზემოთ მითითებული შემთხვევა (დამატებითი კრედიტები) იწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებას და შესაძლებელია შესაბამის ვადებში შესაბამისი კრედიტების საფასურის გადახდის შემთხვევაში (1 კრედიტის ღირებულებაა 37.50 ლ).
სტუდენტის სტატუსის შეჩერების პროცედურა - სტუდენტის გადაწყვეტილებით სტატუსის შეჩერება შესაძლებელია სწავლების ნებისმიერ ეტაპზე, რისთვისაც სტუდენტმა BTU CLASSROOM– ის სისტემიდან განცხადება უნდა გადმოგზავნოს შესაბამისი შაბლონით. თუ სტუდენტი სემესტრის დაწყებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს რექტორს განცხადებით სტატუსის შეჩერების შესახებ, მას განცხადებით (სადაც უნდა იყოს მითითებული საბანკო რეკვიზიტებიც) მოთხოვნით შემთხვევაში, დაუბრუნდება გადახდილი სწავლის საფასურის 90%. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხა პირს არ დაუბრუნდება (ბტუ-ში სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, ეს თანხა ჩაითვლება სტატუსის აღდგენის შემდეგ გადასახდელ სწავლის საფასურში). გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სტატუსის შეჩერების განცხადების გადმოგზავნის შემთხვევაში, ამ თარიღამდე არსებული გავლილი სასწავლო კვირების პროპორციულად მოხდება სტუდენტის მიერ გადახდილი სწავლის საფასურის ჩამოჭრა. სტუდენტის სტატუსის შეჩერება შესაძლებელია არაუმეტეს 5 წლის ვადით. თუ სტუდენტს სტატუსის შეჩერების სემესტრში გავლილი აქვს აკადემიური რეგისტრაცია (დარეგისტრირებული აქვს სასწავლო კურსები და მიღებული აქვს შეფასებები), სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნული რეგისტრაცია უქმდება (უქმდება როგორც რეგისტრაცია სასწავლო კურსებზე, ასევე-შეფასებები)
სტუდენტის სტატუსის აღდგენის პროცედურა - სტატუსის აღდგენის მიზნით სტუდენტმა BTU CLASSROOM– ის სისტემიდან განცხადება უნდა გადმოგზავნოს შესაბამისი შაბლონით ბტუს მიერ სტატუსის აღდგენისთვის დადგენილ ვადაში (არაუგვიანეს სემესტრული ადმინისტრაციული რეგისტრაციის პერიოდში)
შიდა მობილობის პროცედურა - სწავლების პირველი წლის (პირველი კურსის) ბოლოდან სტუდენტს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს პროგრამის ცვლილება (მაგალითად მენეჯმენტის პროგრამიდან გადავიდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამაზე). ამისათვის მან განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს (განცხადება იგზავნება BTU CLASSROOM– ის სისტემიდან), რექტორის ბრძანებით დამტკიცებულ მობილობისათვის განსაზღვრულ ვადაში. განცხადების განხილვის შემდგომ, მომზადდება პროგრამული თავსებადობის დასკვნა, რომელზე ხელმოწერითაც სტუდენტი დაადასტურებს პროგრამის საბოლოო ცვლილებაზე თანხმობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის მობილობის წესში ცვლილების შესახებ ბრძანების №07/ნ საფუძველზე, ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ შიდა მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საგანი (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი). მაგალითად თუ სტუდენტს სურს მენეჯმენტის პროგრამიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ფინანსების პროგრამაზე შიდა მობილობის განხორციელება, ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მათემატიკის საგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. თუ სტუდენტს არ აქვს აღნიშნული საგანი ჩაბარებული, აქვს შესაძლებელობა შესაბამის ვადებში დარეგისტრირდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ამ საგნის ჩაბარების მიზნით, ბმულზე იმ პროგრამებზე, სადაც სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნად მითითებულია ისტორია/მათემატიკა (მაგალითად მენეჯმენტის პროგრამა) ერთ-ერთ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ითვლება პროგრამაზე დაშვების წინაპირობის დაკმაყოფილებად. მობილობის მსურველ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, თუ 2020 წლამდე მიღებული აქვთ მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაბამის საგანში გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საშუალება ეძლევა მიღებული შედეგი გამოიყენოს მობილობის მიზნებისათვის.
შენიშვნა: ცვლილებები არ ეხებათ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩარიცხულ პირებს. ისინი პროგრამაზე მობილობით სწავლის გაგრძელებას შეძლებენ იმგვარად, როგორც ეს დაშვებული იყო 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე.
ბტუ-ში მოქმედი შეფასების სისტემა - სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება ხდება 100-ქულიანი (max 100 ქულა) სისტემით . საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სტუდენტთა შეფასების 100-ქულიანი სისტემა უშვებს 5 დადებით და 2 უარყოფით შეფასებას:
დადებითი შეფასებები:
- (A) ფრიადი – 91-100 ქულა
- (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა
- (C) კარგი – 71-80 ქულა
- (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა
- (E) საკმარისი – 51-60 ქულა
უარყოფითი შეფასებები:
- (Fx) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა (სტუდენტს მეტი მუშაობა სჭირდება, ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება
- (F) ჩაიჭრა – 40 – 0 ქულა (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
GPA გამოთვლა – GPA-ს დათვლის წესი მოცემულია ბაკალავრიატის დებულების მე-2 მუხლის მე-10 პუნქტში (სტუდენტის შეფასება). სტუდენტს მისი GPA-ს შესახებ ინფორმაცია, შეუძლია იხილოს BTU CLASSROOM– ის სისტემაში, სასწავლო ბარათში.
GPA-ს გამოთვლის პრინციპი:
1) ქვემოთ მოცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებლების (კოეფიციენტების) გაანგარიშების ერთ-ერთი მიზანია ბტუ-ში მიღებული შეფასებების აღიარების გამარტივება იმ უსდ-ის მიერ, რომელიც იყენებს საქართველოში მოქმედისგან განსხვავებულ, მათ შორის, GPA (Grade Point Average) შეფასების სისტემას, და საქართველოში მოქმედ შეფასების სისტემასთან ასეთ უსდ-ში მიღებული შეფასებების თავსებადობის დადგენა. სემესტრის/აკადემიური წლის GPA დამოკიდებულია სემესტრში/აკადემიური წლის განმავლობაში მისაღები და სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტების რაოდენობაზე და პროგრამის კომპონენტებში მიღებულ შეფასებებზე (ქულებზე);
2) ქვემოთ მოცემული გამოთვლები შესრულდება დამატებითი შეფასებების ჩატარების შემდეგ, რადგან Fx შეფასების შემთხვევაში სტუდენტს დამატებით შეფასებაზე მიღებული ქულით შეიძლება დაუგროვდეს ერთ-ერთი დადებითი შეფასების შესაბამისი ქულა (კრედიტი ჩაეთვალოს მიღებულად). გაანგარიშებისას მიღებული ციფრები მრგვალდება შემდეგი პრინციპით: ოთხი და ოთხს ქვევით – სიმცირისაკენ, ხოლო ხუთი და ზევით – მეტობისაკენ.
3) ბტუ-ში სტუდენტის აკადემიური მოსწრების დონე განისაზღვრება მიღებული ქულებით (100-ქულიანი სისტემით) და აღნიშნული ქულების ექვივალენტით – საშუალო აკადემიური შეფასებით (GPA);
4) პროგრამის კომპონენტის GPA გამოითვლება ფორმულით: GPA = (X – 50) x 0.06 + 1.0. სადაც X – არის პროგრამის კომპონენტში მიღებული ქულა (100-ქულიანი სისტემით).
100-ქულიანი სისტემის ქულები – შესაბამისი GPA ქულა
- 100 – 4
- 99 – 3,94
- 98 – 3,88
- 97 – 3.82
- X – (X-50) x 0,06+1.0
- 51 – 1,06
- 1- 50 – 0
GPA გამოითვლება მხოლოდ პროგრამის იმ კომპონენტებისთვის, სადაც სტუდენტს მიღებული აქვს კრედიტი (ერთ-ერთი დადებითი შეფასება);
5) სემესტრის GPA(S): სემესტრში ყველა მიღებული „GPA“ მრავლდება კრედიტების რაოდენობაზე და მათი ჯამი იყოფა სემესტრში მისაღები კრედიტების რაოდენობაზე ΣCR=30 (ან სხვა, რამდენზეც იყო დარეგისტრირებული სტუდენტი): GPA(S) = Σ(GPA x CR) / ΣCR
6) აკადემიური წლის GPA(a). აკადემიურ წელს ყველა მიღებული „GPA“ მრავლდება კრედიტების რაოდენობაზე და მათი ჯამი იყოფა აკადემიური წლის განმავლობაში მისაღები კრედიტების რაოდენობაზე (რამდენზეც იყო დარეგისტრირებული სტუდენტი): GPA(a) = Σ(GPA x CR) / ΣCR
7) დიპლომის GPA. პროგრამის GPA(p). პროგრამით სწავლის პერიოდში ყველა მიღებული „GPA“ მრავლდება კრედიტების რაოდენობაზე და მათი ჯამი იყოფა პროგრამის კრედიტების რაოდენობაზე: GPA(p)= Σ(GPA x CR) / ΣCR. დიპლომის GPA უდრის პროგრამის GPA-ს.
თუ სტუდენტს არ აქვს მიღებული პროგრამისთვის დადგენილი კრედიტების რაოდენობა, მაშინ პროგრამის GPA =0.
სასწავლო კურსის დაძლევისთვის დადგენილი მოთხოვნები (მინიმალური ბარიერები) – დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად, სავალდებულოა სტუდენტმა დააკმაყოფილოს ორი წინაპირობა:
1. „აქტივობის კომპონენტში“ (მოიაზრება ყველა აქტივობა გარდა შუალედური და დასკვნითი გამოცდებისა: დავალებები, პრეზენტაცია, ქვიზი, ქეისი, საკონტროლო წერა თუ სხვა) სტუდენტმა უნდა გადალახოს ჯამური ქულის 41%. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება;
2. „აქტივობის კომპონენტს” + შუალედური გამოცდები: სტუდენტმა უნდა გადალახოს ჯამური ქულის 41%. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება;
დასკვნით გამოცდაში მინიმალური ბარიერის გადალახვა სავალდებულოა.
თუ რომელიმე კომპონენტში ვერ გადალახავს სტუდენტი ზღვარს, მაგალითად დავალება 1 ში/პირველ შუალედურ გამოცდაში/რომელიმე ქეისში ან სხვა, სტუდენტს უბრალოდ უნულდება შეფასება იმ კონკრეტულ დავალებაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას აღარ აქვს შესაძლებლობა, მოიპოვოს კრედიტი.
სასწავლო კურსში კრედიტის მისაღებად ყველა ზემოაღნიშნული ზღვრების გადალახვის შემთხვევაში სტუდენტს უნდა ჰქონდეს ჯამურად მინიმუმ 51 ქულა. (საბოლოოდ, ჯამურად უნდა მიიღოს ერთ-ერთი დადებითი შეფასება (51-100 ქულა).
როგორ ხდება გაცდენილი გამოცდის აღდგენა - საპატიო მიზეზით გამოტოვებული შუალედური გამოცდის/ქვიზის/საკონტროლო წერის აღსადგენად სტუდენტმა განცხადება უნდა გადმოგზავნოს სისტემა BTU CLASSROOM -დან, თავისუფალი ბლანკის საშუალებით, არაუგვიანეს შუალედური გამოცდის/ქვიზის/საკონტროლო წერის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადებაში სტუდენტმა უნდა მიუთითოს, თუ რომელი სასწავლო კურსის ფარგლებში ითხოვს, კონკრეტულად რომელი შეფასებითი კომპონენტის აღდგენას. განცხადებასთან ერთად სტუდენტმა უნდა ატვირთოს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ კონკრეტულად შუალედური გამოცდის/ქვიზის/საკონტროლო წერის დღეს და დროს ვერ შეძლებდა დასწრებას. ასეთი დოკუმენტი შესაძლოა იყოს ჯანმრთელობის შესახებ ცნობა, სამსახურის ცნობა თუ სხვა (დამოკიდებულია მიზეზზე). დოკუმენტი უნდა იყოს გამცემი ორგანიზაციის ტიტულოვან ფურცელზე, ხელმოწერით და ბეჭდით ან ელექტრონული შტამპით დამოწმებული.
რა შეფასებითი კომპონენტების აღდგენა არის შესაძლებელი - სტუდენტის მიერ საპატიო მიზეზით (რომელიც დასტურდება დოკუმენტურად) გაცდენილი შეფასებითი აქტივობები, რომელიც აღდგენას ექვემდებარება არის: შუალედური და დასკვნითი გამოცდები, ქვიზები, საკონტროლო წერები. გადასაგზავნი დავალებების, ჯგუფური პრეზენტაციის ფორმატის დავალებების, ქეისების, პრაქტიკული სავარჯიშოების და ა.შ. აღდგენა არ ხორციელდება. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ თუ შუალედური გამოცდის ფორმატი არის ჯგუფური პრეზენტაციის წარდგენა, ობიექტური მიზეზის საფუძველზე (შესაბამის ვადებში წარმოდგენილი განცხადების და დოკუმენტაციის საფუძველზე) გამოცდის აღდგენა შეუძლია მხოლოდ ჯგუფის იმ წევრს, ვინც წარადგენს აღნიშნულ განცხადებას და დოკუმენტაციას (და არა მთლიანად ჯგუფს).
განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლება - შედეგის გაუმჯობესების მიზნით, სტუდენტის მიერ უკვე შესრულებული შუალედური გამოცდის, ქვიზის, საკონტროლო წერის თუ სხვ. განმეორებით შესრულება არ ხდება. გამონაკლისია მხოლოდ დასკვნითი გამოცდა, რომელზეც ცალკე რეგულაციები ვრცელდება. Კერძოდ, სტუდენტს უნდა ჰქონდეს მიღებული ე.წ. (Fx) შეფასება – 41-50 ქულა. Ამ შემთხვევაში ითვლება, რომ სტუდენტს მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
შეფასების/გადაწყვეტილების გასაჩივრება - ბტუ-ს შინაგანაწესის, სტუდენტის შესახებ ინფორმაციის მე-6 მუხლის მე-2 ქვეპუნქტის თანახმად, შეფასების/გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება:
1. თუ სტუდენტის ნაშრომი (შუალედური გამოცდა, დასკვნითი გამოცდა, სხვ.) ფასდება მხოლოდ ერთი შემფასებლის მიერ და სტუდენტი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას/ნაშრომის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, მას შეუძლია შეფასება/გადაწყვეტილება გამოცხადებიდან მომდევნო სამუშაო დღეს წერილობითი საპრეტენზიო განცხადებით გაასაჩივროს. საპრეტენზიო განცხადება იგზავნება BTU CLASSROOM- ის სისტემიდან, თავისუფალი ბლანკის საშუალებით;
2. პროტესტი უნდა იყოს დასაბუთებული, მასში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რას აპროტესტებს სტუდენტი. ზოგადი ხასიათის განცხადება არ განიხილება. გადაწყვეტილება პროტესტის განუხილველად დატოვებაზე საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. საპრეტენზიო განცხადების განხილვა მიმდინარეობს ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით. განხილვის შედეგი სტუდენტისთვის ცნობილი ხდება საპრეტენზიო განცხადების წარდგენიდან არაუმეტეს 05 სამუშაო დღეში.
სემესტრული გამოკითხვები/შეხვედრები ადმინისტრაციასთან - სტუდენტთა უკუკავშირის მიღების მიზნით
საკონტაქტო პირი - პროგრამის კოორდინატორი
ბიბლიოთეკის სამსახური
ბიბლიოთეკის სამსახური სტუდენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრულ ძირითად და დამატებითი ლიტერატურის ნაბეჭდ და ელექტრონულ კოლექციას, მხატვრულ და საცნობარო ტიპის ლიტერატურას, რომელიც მათ გაუდვილებთ მიიღონ თანამედროვე განათლება და აწარმოონ ხარისხიანი კვლევები.
ბიბლიოთეკა თანამშრომლობს ქართულ და საერთაშორისო გამომცემლობებთან და სისტემატიურად ანახლებს რესურსს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების სახით.
ატარებს სხვადასხვა ტრენინგებს და აქტივობებს
საკონტაქტო ინფორმაცია
[email protected]
განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიზანია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ინსტიტუციებთან თანამშრომლობით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და სტუდენტების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება.
- გაცვლითი პროგრამები;
- საერთაშორისო აქტივობები სტუდენტებისთვის;
- ორი სადიპლომო პროგრამები;
- საერთაშორისო საზაფხულო & ზამთრის სკოლები, ვებინარები, ტრენინგები, მოკლე კურსები.
საკონტაქტო ინფორმაცია
[email protected]
დეტალური ინფორმაცია და შეთავაზებები იხილეთ ბმულზე
კარიერული განვითარების ცენტრი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრი მთელი წლის განმავლობაში სტუდენტებს უწყვეტ რეჟიმში სთავაზობს კარიერული მხარდაჭერის სხვადასხვა შესაძლებლობას.
კარიერული განვითარების ცენტრი პირველივე სემესტრიდან იწყებს სტუდენტებთან ინტენსიურ მუშაობას.
კარიერული განვითარების ცენტრი წელიწადში რამდენჯერმე მიმართულებების მიხედვით მართავს მასშტაბურ დასაქმების ფორუმს, რომელშიც მონაწილეობენ წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები.
საკონტაქტო ინფორმაცია
[email protected]
დეტალური ინფორმაცია და შეთავაზებები იხილეთ ბმულზე
მეწარმეობის ცენტრი
მეწარმეობის ცენტრი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში მყოფი ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით, სილიკონ ველი თბილისის ბაზაზე 2019 წელს ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრის მიზანია გაზარდოს მეწარმეთა განვითარების და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა, ჩაატაროს კვლევები, ხელი შეუწყოს ეკოსისტემის ინტერნაციონალიზაციას, გააღრმაოს კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებს შორის დისკუსია, ინიცირება გაუკეთოს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებებს და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას.
BTU-ს მეწარმეობის ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს: აქსელერაციის პროგრამებს, გადამზადებებს, შეხვედრებს წარმატებულ სტარტაპებთან, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ტრენინგებს და სხვა აქტივობებს.
საკონტაქტო ინფორმაცია
[email protected]
დეტალური ინფორმაცია და შეთავაზებები იხილეთ ბმულზე
მნიშვნელოვანი საკონტაქტო ინფორმაცია
პროგრამის კოორდინატორები
- ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) კოორდინატორი – ნინო შენგელია
[email protected] - ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) კოორდინატორი – ნინო ჯაბანიშვილი
[email protected] - საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინატორი – თეონა წიწილაშვილი
[email protected] - ციფრული მარკეტინგის კოორდინატორი – ნინო ჯაბანიშვილი
[email protected] - ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების კოორდინატორი – ია გურჩიანი
[email protected] - ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps-ის კოორდინატორი – ლორენა ლომიძე
[email protected] - საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების კოორდინატორი – ლორენა ლომიძე
[email protected] - სადოქტორო საფეხურის პროგრამების კოორდინატორი – ია გურჩიანი
[email protected]
უნივერსიტეტის დასრულება, კვალიფიკაციის მინიჭება
კვალიფიკაციის მინიჭება - პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება
წარჩინების დიპლომი - წარჩინების დიპლომი გაიცემა თუ პროგრამის კომპონენტების 85%-ში მიღებულია „A“ შეფასებები (მათ შორის საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომში; “summa cum laude” – სადოქტორო ნაშრომში), დანარჩენ 15%-ში მიღებულია არანაკლებ „B“ შეფასება, ყველა სხვა შემთხვევაში გაიცემა ჩვეულებრივი დიპლომი.
უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ
- უწყვეტი განათლება
- კარიერული მხარაჭერა
- ტრენინგების და გადამზადების პროგრამები
- გლობალური სტარტაპ ფონდი
- საინფორმაციო შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან
- ინდივიდუალური კონსულტაციები.