სამეცნიერო პრემია ბიზნესისა და ტექნოლოგიების დარგში
მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში მოღვაწეობის წახალისების, სამეცნიერო კარიერის განვითარებისათვის პერსონალის მოტივაციის ამაღლების და ბტუ-ს პრიორიტეტული დარგების განვითარების პოპულარიზაციის მიზნით, 2021 წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (ბტუ) კვლევების ცენტრის ინიციატივით დაარსდა სამეცნიერო პრემიის კონკურსი.
სამეცნიერო პრემია გაიცემა ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის დარგში ბტუ-ს აკადემიური პერსონალის მიერ განხორციელებული საქმიანობის, გამოქვეყნებული ნაშრომებისა და სხვადასხვა აქტივობების შეფასების შედეგად. კონკურსზე რეგისტრირებულ განაცხადებს შეფასების კრიტერიუმები ითვალისწინებს, როგორც მკვლევარის სამეცნიერო პროდუქტიულობას ასევე, დარგის პოპულარიზაციაში შეტანილ წვლილს.
კონკურსში გამარჯვებული მეცნიერი ხდება BTU-ს სამეცნიერო პრემიის ლაურეატის წოდების მფლობელი და იღებს შესაბამის დიპლომსა და ფულად ჯილდოს.
კონკურსში მანაწილეობის მიღება შეუძლია: ბტუ-ს აფილირებულ პერსონალს, ბტუ-ს არააფილირებულ და/ან მოწვეულ პერსონალს, რომელიც არ არის აფილირებული საქართველოს არცერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
დაწესებული ფულადი ჯილდო სამეცნიერო პრემიის კონკურსისათვის გახლავთ 5000 ლარი.
ბტუ-ს სამეცნიერო პრემიის კონკურსის გამარჯვებულები: