ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში, პროგრამული ენების შესასწავლი უფასო კურსები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაუმჯობესება, ქალთა დასაქმება ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში, ციფრული წიგნიერების დონის გაუმჯობესება და ფემტექ სექტორში პროგრამისტი ქალების მხარდაჭერა, ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) პარტნიორებთან ერთად უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს.
კოდინგის სკოლა ქალებისთვის, BTU-ში 2019 წელს დაფუძნდა, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.
კოდინგის სკოლა ქალებისთვის პასუხობს გაეროს მიერ შემუშავებული Weps-ის მე-4 პრინციპს: ქალების განათლების, პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობა.
- BTU-ს კოდინგის სკოლა ქალებისთვის 2021 წელს, გახდა Grace Hopper Award-ის გამარჯვებული პროგრამის ნომინაციაში
- კოდინგის სკოლამ ქალებისთვის 2021 წელს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე ,,Emerging Europe’’ საერთაშორისო საკონკურსო ნომინაციაში ,,Future-proof Education Category’’ ხმის უმრავლესობით გაიმარჯვა
Emerging Europe-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე პროექტმა “500 ქალი ტექში” Future-proof Education-ის კატეგორიაში გაიმარჯვა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახორციელებს პროექტებს და აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს ქალებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნას ტექნოლოგიების სფეროში.
- გადამზადების პროგრამა ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება
- მონაწილეობა ყოველწლიურ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ – გლობალურ კამპანიაში;
- პანელური დისკუსია – Femtech მიმართულებით
- კვლევების განხორციელება და წარდგენა;
- ქალის მიერ დაფუძნებული სტარტაპის დაფინანსება სილიკონ ველის აქსელერატორში – აშშ-ის ბაზრის წვდომის ცენტრში მიიღო მონაწილეობა(USMAC);
- Girls Who Code-ის ორ კვირიანი საზაფხულო პროგრამა;
- იდეათონი თემაზე: ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში;
- ვორქშოფები: საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში
- ყოველწლიური დასაქმების ფორუმი
- კარიერული ბუთქემფი ქალებისთვის
- pitch yourself ღონისძიება ქალებისთვის
- 6 თვიანი პროგრამირების კურსი (Front-end development) – I ნაკადი;
- 6 თვიანი პროგრამირების კურსი (Front-end development) – II ნაკადი;
- 6 თვიანი პროგრამირების კურსის (Front-end development) – III ნაკადი;
- 6 თვიანი პროგრამირების კურსი (Front-end development) – IV ნაკადი;
- UI/UX გადამზადების კურსი ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით
- Tester გადამზადების კურსი ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით
- Front-end development გადამზადების კურსი ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით
- უნივერსალური კადრების გადამზადების პროგრამა (UI/UX, iOS development, Financial Management/Fundraising)
- გადამზადების პროგრამა ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება
- ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის, მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა, Safe Haven
- პოდკასტები
- მეწარმე ქალებისთვის გადამზადების პროგრამა Founder’s Gap
- გადამზადება აგრიტექის მიმართულებით
- გადამზადება მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დამფუძნებლების გაძლიერებისთვის
- 500ქალიტექში – გადამზადების პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით
- 1500 ქალი ტექში – USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის მხარდაჭერით
- ტექნოლოგიური ბანაკი ბაკურიანში სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის
- Women In AI
- ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში
- უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში