ნათია სესკურია
Ნათია სესკურია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი ასევე უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტის (RISS) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია და დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ასოცირებული მკვლევარია.
მას აქვს მრავალ წლიანი გამოცდილება როგორც პოლიტიკის დაგეგმვისა და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების სიღრმისეულ ანალიზში.
2020 წლიდან, ნათია Chatham House-ის მრჩეველთა საბჭოს წევრია. Სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში (MEI) შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით მკვლევრად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და თავდაცვის სამინისტროში, ლონდონის The Sunday Times-ის რედაქტორთან რუსეთის საგარეო საკითხების მკვლევრის პოზიციაზე, RUSI-ის საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების დეპარტამენტში ანალიტიკოსად და პოლიტიკური რისკების მენეჯმენტის მიმართულებით დამოუკიდებელ კონსულტანტად ლონდონში.
ნათიას საკვლევი სფერო ფოკუსირებულია რუსეთის საშინაო და საგარეო პოლოტიკაზე და ასევე უსაფრთხოების საკითხებზე სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. მას რეგულარულად იწვევენ საერთაშორისო პრესაში, მათ შორის: BBC, CNN, Al Jazeera, SKY News, ABC News და FRANCE 24-ზე.
Მისი პუბლლიკაციები ქვეყნდება მსოფლიოს წამყვან გამოცემებსა და აკადემიურ ჟურნალებში, როგორიც არის: International Affairs Journal (Chatham House), Foreign Policy, RUSI Newsbrief, Ares and Athena და სხვა. Ნათია მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციებში და სიტყვით გამოდის მსოფლიოს წამყვან პლატფორმებზე. გარდა ამისა, უსაფრთხოების საკითხებზე, ნათია კონსულტაციას უწევს მულტინაციონალურ ორგანიზაციებს, წამყვან კერძო კომპანიებსა და სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო უწყებებს.
ნათია არის ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის მაგისტრი და ამავე უნივერსიტეტის პოლიტიკისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ბაკალავრი.
ნათია ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, იტალიურ და ესპანურ ენებს.