მაია მელიქიძე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია მელიქიძე არის ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი გლობალურ სტრატეგიულ მენეჯმენტში და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი). სტენფორდის უნივერსიტეტში გავლილი აქვს კურსი „საჯარო პოლიტიკის როლი კერძო სექტორის განვითარებაში“.
მაიას აქვს აკადემიურ და საჯარო და კერძო სექტორებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კითხულობს სალექციო კურსებს სხვადასხვა მიმართულებით, ამჟამად მიჰყავს ბანკინგისა და გლობალური სტრატეგიული მართვის კურსები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ხელმძღვანელობს სტუდენტების სადიპლომო ნაშრომებს.
მაია მელიქიძე მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ლიბერთი ბანკში, საქართველოს ბანკში, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასა და სხვა ორგანიზაციებში. 2017 წლიდან დღემდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრია.
მაია მელიქიძის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: განახლებადი და მდგრადი ენერგიები; მწვანე ენერგია; მზის ენერგია და მათთან დაკავშირებული საკითხები. მისი ნაშრომები დაბეჭდილია ქართულ და უცხოურ წამყვან სამეცნიერო გამოცემებში.
არის სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის (2019 წელი) გამარჯვებული პროექტის „ცირკულარული ეკონომიკის სტუდენტური ბანაკი“ მონაწილე. ამავდროულად, არის განახლებადი ენერგიის ცენტრის (CEREN) დირექტორი. ცენტრი აერთიანებს მკვლევრებს, რომლებიც დაინტერესებული არიან განახლებადი ენერგიების გამოყენების პოპულარიზაციით. ცენტრი ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ღონისძიებას, რომლებიც განახლებადი ენერგიის საკითხებს ეხება.
სრულყოფილად ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.