Back
სვანაძე ლიკა

ლიკა სვანაძე

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ ლიკა სვანაძეს კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორის (სამედიცინო ინფორმატიკის განხრით) ხარისხი მიღებული აქვს გოტინგენის უნივერსიტეტში (გერმანია).აქვს პროგრამისტად მუშაობის გამოცდილებაც. არის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე, მისი ავტორობით/თანაავტორობით გამოქვეყნებულია ნაშრომები საერთაშორისო აკადემიურ ჟურნალებში. გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები.

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შემდეგი სტიპენდიები:  სტიპენდია 5 თვიანი კვლევითი სტაჟირების გასავლელად გერმანიაში (Rustaveli-DAAD-ის ერთობლივი საგრანტო კონკურსი);

2 წლიანი სტიპენდია გოტინგენის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე (განათლების საერთაშორისო ცენტრი, საქართველო); 2 წლიანი სტიპენდია გოტინგენის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე (ERASMUS MUNDUS ACTION 2- ALRAKIS)

ბტუ-ში ლიკა კითხულობს სალექციო კურსს: პროგრამირება – Python.

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

სხვა პერსონალი