ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტია, რომელიც გარდა საგანმანათლებლო სექტორისა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მიმართულებებით ქმნის ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესაძლებლობებს. btu-ში ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია ჯერ კიდევ 2018 წელს დაარსდა და მისი მთავარი მისია AI-ის საგანმანათლებლო სექტორში განვითარება იყო, თუმცა წლების განმავლობაში, უნივერსიტეტმა, AI-ის მიმართულებით სხვა, ბევრად მეტი ფუნქცია შეითავსა, განახორციელა და ახორციელებს ისეთ მასშტაბურ და მნიშნველოვან წამოწყებებს და პროექტებს, როგორებიც არის:
- სტუდენტური AI ფორუმები
- შეიქმნა სტუდენტების პირველი AI ასისტენტი ქვეყანაში – ClassroomAI, რომელიც სტუდენტებს ეხმარება აკადემიური საკითხების, სასწავლო პროცესების, ადმინისტრაციული საკითხების და სხვა მნიშნველოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. აღსანიშნია რომ ClasroomAI შექმნილია BTU-ს სტუდენტების მიერ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ასევე ახორციელებს ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს, როგორებიც არის – AI ტრენინგები: სტუდენტებისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, მსხვილი და მცირე ბიზნესებისთვის.
შეხვედრებს – ვორქშოფები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები და სხვა.
BTU-მ შექმნა ორი მნიშვნელოვანი GPT, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს მომხმარებელი:
1) BTU AI – ძალიან მნიშნველოვანი პროდუქტი BTU-სგან, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნული GPT დატრენინგდა უნივერსიტეტის შიდა მონაცემების მიხედვით, რომელშიც შედის BTU-ს მისია, სტრუქტურა, ისტორია და სხვა მრავალი მნიშნველოვანი ინფორმაცია. გარდა ზოგადი ცოდნისა, BTU AI-ის GPT დატრენინგებულია სხვადასხვა მნიშნველოვანი მსოფლიო სიახლეებით. აღნიშნულ სიახლეებს, ხელოვნური ინტელექტი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელთ არსებული ჟურნალებით (როგორებიც არის: Harvard Business Review; Mit Sloan Management review; MIT Technology; The Economist და სხვა) ატრენინგებს. საბოლოო ჯამში კი შეიქმნა პროდუქტი BTU AI REVIEW.
აღნიშნული ჟურნალების საფუძველზე, ხელოვნური ინტელექტი აგენერირებს სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების პრაქტიკულ ქეისებს, თუ როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა მიმართულებების გასაძლიერებლად. შესაბამისად, მეტად მნიშნველოვანია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის აღნიშნულ პრაქტიკულ ქეისებზე წვდომის გაძლიერება.
2) GeorgiAI – მასშტაბური ციფრული საინფორმაციო ფონდი, რომელიც სხვადასხვა სფეროს შესახებ მეგამონაცემებს აერთიანებს და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამუშავებს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და „პალიტრა ჰოლდინგის“ პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა. შეიქმნა ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდი GeorgiAI, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, ეკონომიკური მაჩვენებლების, ისტორიული ფაქტების თუ სხვა საკითხების შესახებ სანდო ინფორმაციას ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული პროდუქტი აერთიანებს მიმდინარე, ახალ და საარქივო მასალას. მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მოიცავს სხვადასხვა სექტორებს – ეკონომიკას, ბიზნესს, პოლიტიკას, კულტურას, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს, განათლებას და სხვა. მასზე წვდომა კი ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი.