ნათია გორგაძე
ნათია გორგაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იკავებს პროფესორის პოზიციას და ფლობს განათლების მეცნიერებების დოქტორისა და ბიზნესის მართვის მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს.
აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
მისი პროფესიული და აკადემიური საქმიანობა მოიცავს განათლების პოლიტიკას, კვლევის მეთოდებს, გენდერულ თანასწორობასა და ინტერკულტურულ განათლებას.
ნათია არის 22 სამეცნიერო პუბლიკაციისა და კვლევითი ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და ხელმძღვანელობდა საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებს, მათ შორის „Diversity for an Inclusive Future“ და „EquaStream“. ასევე არის DAAD-ის სტიპენდიანტი.
ნათია ფლობს ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს.