ირაკლი ბაშელეიშვილი
ირაკლი ბაშელეიშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იკავებს პროფესორის პოზიციას და ფლობს ინფორმატიკის დოქტორისა და კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს.
აქვს აკადემიურ სფეროსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
მისი პროფესიული და აკადემიური საქმიანობა მოიცავს პროგრამირებას, ალგორითმებსა და მონაცემთა სტრუქტურებს, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურას, მონაცემთა ბაზებსა და გადაწყვეტილების მხარდამჭერი სისტემების განვითარებას.
ირაკლი არის 20 სამეცნიერო ნაშრომისა და სასწავლო გამოცემის ავტორი და თანაავტორი, რომელთა ნაწილი ინდექსირებულია Scopus-ისა და Web of Science-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.
ირაკლი ფლობს ინგლისურ ენას.