თამთა მამულაიძე
თამთა მამულაიძე არის საჯარო ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
თამთა მამულაიძე არის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრიტექისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და Unity, an Apolitical Academy-ის პროგრამის მენეჯერი. ის არის პროექტების მენეჯერი, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საქართველოს აგროსექტორის მხარდაჭერას, აგროტურიზმის პოტენციალის გაზრდასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. თამთა მამულაიძე არის კომპანია “Agronavti”-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჟირონას უნივერსიტეტის კვლევითი პროგრამის მონაწილე და ღია სამყაროს პროგრამის (Open World Program) კურსდამთავრებული. 2017 წლიდან დღემდე მონაწილოება აქვს მიღებული 17 კონფერენციაში (13 საერთაშორისო/4 საქართველო) და გამოქვეყნებული აქვს 16 პუბლიკაცია (14 საერთაშორისო/2 უცხოურ კრებულში).
თამთა მამულაიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში კითხულობს კურსებს: „ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიები აგრობიზნესში AgriTech“ (არის კურსის ავტორი) და „პრაქტიკული ბიზნეს პროექტი“. არის სასწავლო კურსების თანაავტორი სხვა სასწავლო დაწესებულებებში. ასევე, ხელმძღვანელობს დისერტანტებსა და მაგისტრანტებს.