
რატომ უნდა აირჩიო მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა BTU-ში?
თუ გაინტერესებს ბიზნესი, მეწარმეობა, ლიდერობა და გსურს ისწავლო, როგორ გარდაქმნა იდეები რეალურ შედეგებად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომელსაც უნდა გაეცნო.
თანამედროვე ბიზნესგარემო სწრაფად იცვლება. ტექნოლოგიური განვითარება, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და გლობალური კონკურენცია კომპანიების მართვის ახალ მიდგომებს მოითხოვს. შესაბამისად, დღეს მენეჯერს მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ ჰყოფნის. მნიშვნელოვანია ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.
BTU-ს მენეჯმენტის პროგრამა სწორედ ამ კომპეტენციების განვითარებაზეა ორიენტირებული. სტუდენტები ეცნობიან ბიზნესის მართვის თანამედროვე პრინციპებს, მუშაობენ რეალურ ბიზნესქეისებზე და სწავლობენ პროექტების დაგეგმვასა და მართვას. პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაც. სტუდენტები ეცნობიან AI ინსტრუმენტების გამოყენებას მონაცემთა ანალიზის, ბიზნესპროცესების ავტომატიზაციისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
პროგრამა აერთიანებს ბიზნესგანათლებას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და ტექნოლოგიურ კომპეტენციებს, რაც კურსდამთავრებულებს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებაში ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ BTU-ს მენეჯმენტის სტუდენტებისთვის განათლების მიღება მხოლოდ საქართველოს ფარგლებით არ შემოიფარგლება. უნივერსიტეტი სთავაზობს მათ საერთაშორისო გაცვლით შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენებაც მესამე სემესტრიდან არის შესაძლებელი.
სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამებში, ისე უნივერსიტეტის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ გაცვლით პროექტებში. შეთავაზებები მოიცავს მოკლე და გრძელვადიან გაცვლით პროგრამებს, საზაფხულო და ზამთრის სკოლებს, სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებულ შესაძლებლობებს. პარტნიორ უნივერსიტეტებს შორისაა გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, იტალიისა და სხვა ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
განსაკუთრებით საინტერესოა ორმაგი დიპლომის შესაძლებლობა. BTU-ს მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ მეოთხე აკადემიური წელი ევროპის ერთ-ერთ პარტნიორ უნივერსიტეტში გაატარონ და BTU-ს დიპლომთან ერთად მეორე საერთაშორისო დიპლომიც მოიპოვონ.
BTU-ში სასწავლო პროცესი აერთიანებს როგორც თეორიულ საფუძვლებს, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. ძირითადი მიმართულებებია ბიზნესის საფუძვლები, სტრატეგიული მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ორგანიზაციული ქცევა, პროექტების მართვა და ლიდერობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ბიზნესპროცესებში ტექნოლოგიების გამოყენებას. სტუდენტები ეცნობიან მონაცემთა ანალიზის, ბიზნესპროცესების ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს. ეს ცოდნა მათ ეხმარება, უკეთ გაიაზრონ, როგორ მუშაობს თანამედროვე ორგანიზაცია და როგორ შეიძლება ტექნოლოგიების გამოყენებით მისი ეფექტიანობის გაზრდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მენეჯერული განათლება კარიერული არჩევანის ფართო შესაძლებლობას იძლევა. პროგრამის დასრულების შემდეგ შეგიძლია დასაქმდე როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, სხვადასხვა პროფილის კომპანიასა და ორგანიზაციაში.
შესაძლო პროფესიული მიმართულებებია:
- პროექტების მართვა- პროექტის მენეჯერი ან პროექტის კოორდინატორი;
- ადამიანური რესურსების მართვა- HR სპეციალისტიან HR მენეჯერი;
- მარკეტინგი-მარკეტინგის მენეჯერი;
- გაყიდვები-გაყიდვების მენეჯერი;
- ბიზნესის განვითარება-ბიზნესგანვითარების სპეციალისტი;
- მეწარმეობა-საკუთარი ბიზნესის შექმნა და განვითარება.
რაც შეეხება ანაზღაურებას, ის დამოკიდებულია პოზიციაზე, სამუშაო გამოცდილებაზე, კომპანიის მასშტაბსა და პასუხისმგებლობებზე. თუმცა მენეჯერულ პოზიციებზე ანაზღაურება საერთოდ საშუალო თვიურ ანაზღაურებაზე მნიშვნელოვნად მეტია.
BTU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხდება. პროგრამაზე ჩასაბარებლად აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მათემატიკა ან ისტორია.
პროგრამის არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი ინფორმაცია:
- პროგრამის დასახელება – ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი);
- პროგრამის კოდი – 1 950 101;
- წლიური საფასური – 3 250 ლარი;
- მისაღები ადგილების რაოდენობა – 225.


