
ვახტანგ ჭარაია
ეკონომიკის დოქტორი ვახტანგ ჭარაია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. სხვადასხვა დროს მუშაობდა მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში მკვლევრად, აქვს ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება.
ვახტანგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებისა და კონფერენციების მუშაობაში, სადაც წარდგენილი აქვს 50-მდე მოხსენება. მისი ავტორობითა და თანაავტორობით სისტემატიურად იბეჭდება სამეცნიერო ნაშრომები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში კითხულობს სალექციო კურსს ეკონომიკის პრინციპები.
ვახტანგ ჭარაია სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია შემდეგი პრესტიჟული ჯილდოებით: 1. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჯილდო – „ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის“ (2021); 2. უსაფრთხოების სფეროს მკვლევართ ასოციაციის ჯილდო – „საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის” (2021); 3. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო – „სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი“ (2018); 4. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი კონკურსის გამარჯვებული – „ახალგაზრდა მკვლევარი“.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
სხვა პერსონალი

ნინო მიქავა

ზურაბ კუჭავა

მაია ხელაძე

ცოტნე ჟღენტი

ანდრია გოცირიძე

თამთა მამულაიძე

თამარ კანაშვილი

ანი ვაშაყმაძე

ანა გოგიჩაძე

მაია მელიქიძე
