Back
tamta-mamuladze

თამთა მამულაიძე

BTU-ს ასოცირებული პროფესორი

თამთა მამულაიძე ფლობს მაგისტრის ხარისხს ორი მიმართულებით – საჯარო ადმინისტრირება და საერთაშორისო ურთიერთობები და მსოფლიო პოლიტიკა (კემბრიჯის კოლეჯი). ამჟამად საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტია. არის ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. გარდა აკადემიური კარიერისა, თამთა სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე კერძო სექტორში, ამჟამად საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრიტექისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. არის საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოს აგრარული სექტორის მხარდაჭერის, აგროტურიზმის პოტენციალის გაზრდისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით განხორციელებული პროექტების მენეჯერი, ასევე ჟირონას უნივერსიტეტის კვლევითი პროგრამის მონაწილე.
თამთა მამულაიძის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ციფრული ტრანსფორმაცია და ახალი (უცნობი) ფორმაციის პერსპექტივები; ტრადიციული ინდუსტრიების დიგიტალიზაციის პერსპექტივები; ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები აგრობიზნესში; აგრარული და ციფრული ტექნოლოგიების მსოფლიო ტენდენციები; ციფრული მმართველობის ტენდეციები დემოკრატიული და ავტორიტარული მოწყობის ქვეყნებში.
გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, აგრარული ტექნოლოგიების, დიგიტალიზებული აგროტურიზმის შესახებ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში კითხულობს კურსებს „ციფრული ტექნოლოგიები აგრობიზნესში“ (კურსის ავტორი) და „ციფრული მმართველობა და ცვლილებების მენეჯმენტი“ (კურსის თანაავტორი). ასევე ხელმძღვანელობს დისერტანტებსა და მაგისტრანტებს.
ფლობს ქართულ (მშობლიური), რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს.

სხვა პერსონალი