ჩვენ, სტუდენტებს ვთავაზობთ კარიერული განვითარების ფართო სპექტრის სერვისებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. ჩვენი სერვისები მოიცავს ინდივიდუალურ კარიერულ კონსულტაციას, მორგებულ დასაქმების შესაძლებლობებზე წვდომას, პარტნიორ კომპანიებთან გასაცნობ და ქსელურ შეხვედრებს, დასაქმების ფორუმებსა და ინდუსტრიაზე ორიენტირებულ კარიერულ გამოფენებში მონაწილეობას, ასევე ჩართვას ისეთ პროგრამებში, როგორიცაა Industry Insight Series, Job Shadowing, Pitch Yourself, Alumni Networking Events და BTU SHIP (შიდა სტაჟირების პროგრამა). გარდა ამისა, სტუდენტები სარგებლობენ სპეციალიზებული ტრენინგებითა და მასტერკლასებით, რომლებიც მათ უვითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც დღესდღეობით საჭიროა კონკურენტული შრომის ბაზარზე წარმატებისთვის.
ტრენინგები და მასტერკლასები
კარიერული განვითარების ცენტრი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის გეგმავს და აორგანიზებს ტრენინგებსა და მასტერკლასებს, რომელთა მიზანია პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა. შეხვედრები ორიენტირებულია როგორც პრაქტიკულ უნარებზე — ინდუსტრიის რეალური მაგალითებითა და პრაქტიკული დავალებებით, ისე რბილ კომპეტენციებზე: კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, ლიდერობა, პრეზენტაციის უნარი და კრიტიკული აზროვნება.
სტუდენტებისთვის ეს არის შესაძლებლობა უკეთ გაიაზრონ საკუთარი კარიერული გზა და მოემზადონ წარმატებული დასაწყისისთვის, ხოლო კურსდამთავრებულებისთვის — კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი ცოდნის მიღება და არსებული კარიერის კიდევ უფრო გაძლიერება.
პროფესიული კარიერული კონსულტაცია
კარიერული განვითარების ცენტრი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მთელი წლის განმავლობაში სთავაზობს ინდივიდუალური ფორმატის, პროფესიულ კარიერულ კონსულტაციებს.
პროფესიული კარიერული კონსულტაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე: career@btu.edu.ge
იპოვე სასურველი დასაქმების შესაძლებლობა
კარიერული განვითარების ცენტრი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მუდმივად უზიარებს ინფორმაციას დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ. შეთავაზებული პოზიციები მჭიდროდ არის დაკავშირებული მათ აკადემიურ პროგრამებთან და პროფესიულ ინტერესებთან, რაც უზრუნველყოფს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და კარიერული განვითარების მხარდაჭერას.
გაცნობითი შეხვედრები პარტნიორ კომპანიებთან
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართული პარტნიორი კომპანიების ვიზიტები სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს უშუალოდ დაუკავშირდნენ სხვადასხვა სექტორის წამყვან ორგანიზაციებს. შეხვედრების დროს სტუდენტები პირადად ხვდებიან კომპანიის წარმომადგენლებს, დეტალურად ეცნობიან მათი საქმიანობის მიმართულებებსა და ღირებულებებს, ისმენენ ინფორმაციას მიმდინარე პროექტებსა და ვაკანსიებზე, აგრეთვე მათზე მორგებულ სტაჟირების თუ დასაქმების შეთავაზებებზე. ღონისძიებები საშუალებას აძლევს მონაწილეებს პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ HR გუნდებთან, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პრაქტიკული რჩევები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათი კარიერული განვითარების და პროფესიული ქსელის გაფართოების შესაძლებლობებს.
დასაქმების ფორუმები
კარიერული განვითარების ცენტრი წელიწადში რამდენჯერმე BTU-ს სტუდენტებისათვის, მიმართულებების მიხედვით, მართავს მასშტაბურ ადგილობრივ და საერთაშორისო დასაქმების ფორუმებს. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობენ საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური, ლოჯისტიკური კომპანიები, ბანკები, საფინანსო-აუდიტორული კომპანიები, სადაზღვევო და საბროკერო კომპანიები, მარკეტინგული კომპანიები, დეველოპერული კომპანიები და სხვა. ფორუმების ფარგლებში სტუდენტების აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ არსებულ ღია დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობებს.
BTU Alumni for BTU Students ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც კურსდამთავრებულები რიგ შემთხვევაში წარმოადგენენ თავიანთ დაარსებულ სტარტაპებს ან უშუალოდ დამსაქმებელ კომპანიას, სტუდენტებს უზიარებენ ინფორმაციას სტაჟირების შესაძლებლობებისა და სხვადასხვა ღია პოზიციების შესახებ.
Industry Specific Career Fair
კარიერული განვითარების ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, ჩაერთონ ინდუსტრიაზე მორგებულ კარიერულ ფორუმებში, რომლებიც მიზანმიმართულად მიმდინარეობს კონკრეტული სექტორის წარმომადგენლებთან. ღონისძიების მიზანია, სტუდენტებმა კონკრეტულ ინდუსტრიასთან და კომპანიებთან დაამყარონ პირდაპირი კავშირი, გაიღრმავონ ცოდნა და მოიძიონ დასაქმების ან სტაჟირების რელევანტური შესაძლებლობები.
Industry Insight Series
Industry Insight Series უნიკალური ინიციატივაა, რომელსაც კარიერული განვითარების ცენტრი აქტიურად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა სხვადასხვა ინდუსტრიების, წამყვან კომპანიებში, სათავო ოფისებში დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში, გაიცნონ წარმომადგენლები, რომლებიც აზიარებენ ინფორმაციას კომპანიის ადგილობრივ და საერთაშორისო პროცესებზე, მიმდინარე ინიციატივებსა და სტუდენტებზე მორგებული შეთავაზებების შესახებ და რაც მთავარია, ფიზიკურ ფორმატში, პირადად იხილონ და გაეცნონ ორგანიზაციულ კულტურას.
Job Shadowing
პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს ეძლევთ შესაძლებლობა 5 სამუშაო დღის განმავლობაში პირადად ნახონ და გაეცნონ საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი კომპანიების/ბანკების სამუშაო გარემოს, სხვადასხვა სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და მიიღონ სრულფასოვანი ინფორმაცია მათი სამუშაო პროცესის შესახებ.
Pitch Yourself
„Pitch Yourself“ ინიციატივა, მიზნად ისახავს სტუდენტებში თვითპრეზენტაციის უნარების გაძლიერებას.პროექტის ფარგლებში, სტუდენტები სწავლობენ, როგორ წარმოადგინონ საკუთარი თავი ეფექტურად სხვადასხვა პროფესიულ გარემოში — იქნება ეს გასაუბრება, ნეთვორქინგ ღონისძიება, სტარტაპ პიტჩი თუ პერსონალური ბრენდინგის საჭიროება.ინიციატივა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს და ამზადებს მონაწილეებს, რათა მოკლე დროში შეძლონ საკუთარი გამოცდილების, უნარებისა და კარიერული მიზნების მკაფიო, დამაჯერებელი და სტრატეგიული წარდგენა.
Alumni Networking Event
კარიერული განვითარების ცენტრი კურსდამთავრებულებისთვის აორგანიზებს Alumni Networking ღონისძიებას, რომლის მიზანია შეიქმნას კურსდამთავრებულების მყარი პროფესიული ქსელი. ღონისძიება მოიცავს ინტერაქტიულ სესიებს, რომლის ფარგლებშიც კურსდამთავრებულები შეძლებენ გააზიარონ პროფესიული გამოცდილება, განიხილონ ინდუსტრიის მიმდინარე ტრენდები და დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები.
BTU SHIP (შიდა სტაჟირების პროგრამა)
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის შიდა სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას არა მხოლოდ მიიღონ მენეჯერული გამოცდილება, უკეთ გაეცნონ ორგანიზაციული მართვის სპეციფიკას და პრაქტიკაში გამოიყენონ თეორიულად შეძენილი ცოდნა, არამედ წარმოადგენს განსაკუთრებულ შესაძლებლობას, რადგან სტუდენტებს უშუალოდ შეაქვთ წვლილი საკუთარი უნივერსიტეტის განვითარებაში. სტუდენტები სწავლობენ პასუხისმგებლობის აღებას რეალურ სამუშაო დავალებებზე, ამყარებენ პროფესიულ ურთიერთობებს და იღებენ გამოცდილებას, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.