ჩვენ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ვთავაზობთ ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს უწყობს უწყვეტ განვითარებასა და აქტიურ ჩართულობას ფართო პროფესიულ საზოგადოებაში. ეს მოიცავს უწყვეტი განათლების პროგრამებზე წვდომას, რომლებიც გათვლილია უნარებისა და ცოდნის გაღრმავებაზე, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გაზიარებულ ინიციატივებში მონაწილეობას. პარტნიორი კომპანიების უნიკალურ ინიციატივებსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით, უზრუნველვყოფთ მათ ინფორმირებულობას, შთაგონებასა და მზადყოფნას, რათა ხელი შევუწყოთ, როგორც მათ პიროვნულ განვითარებას, ისე უნივერსიტეტის წინსვლას.
პროფესიული განვითარების ვორკშოპები
მონაწილეობა ტრენინგებში, რომლებიც მიმართულია კარიერული ზრდის, პერსონალური ბრენდინგის, კომუნიკაციის უნარების და სხვა მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარებისკენ.
ქსელური ღონისძიებები დასაქმების პარტნიორებთან
წვდომა ქსელურ შეხვედრებზე ბტუ-ს დასაქმების პარტნიორებთან, რაც ხელს უწყობს პროფესიული კონტაქტების და ინდუსტრიული ურთიერთობების გაფართოებას.
კარიერული ხილვადობის გაზრდა
შესაძლებლობა, გამოჩნდეთ კარიერულ პლატფორმებზე ექსპერტებისა და მენტორების როლში, რაც ზრდის პროფესიულ ცნობადობასა და ხილვადობას.
მენტორობის შესაძლებლობები სტუდენტებისთვის
მონაწილეობა სტუდენტების მენტორობაში, რაც აძლიერებს პროფესიულ პროფილს და ამავდროულად უწყობს უნივერსიტეტის განვითარების პროცესს.
ექსკლუზიური კარიერული და ინდუსტრიული პანელები
მიწვევები ბტუ-ს მიერ ორგანიზებულ კარიერულ და ინდუსტრიალურ პანელებზე, რაც სთავაზობს დონის მაღალ განხილვებს და ინდუსტრიულ ხედვებს.
უწყვეტი განათლების პროგრამა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ყველა კურსდამთავრებულისთვის მოქმედებს უწყვეტი განათლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, მთელი სიცოცხლის განმვლობაში, სრულიად უფასოდ, ხელმისაწვდომი იქნება უნივერსიტეტში ყველა მოქმედი პროგრამის სასწავლო კურსები.
პარტნიორი ორგანიზაციების ინიციატივების გაზიარება
წვდომა ბტუ-ს პარტნიორი კომპანიებისა და ორგანიზაციების უნიკალურ ინიციატივებზე, პროექტებსა და შესაძლებლობებზე, რაც აფილირებულ პერსონალს საშუალებას აძლევს იყოს ჩართული მიმდინარე პროცესებსა და ინდუსტრიულ სიახლეებში.