ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (ბტუ) აკადემიური პერსონალის მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში მოღვაწეობის, კვლევების ხარისხის გაუმჯობესებისა და პრიორიტეტული დარგების განვითარების მიზნით, 2025 წელს, კვლევების ცენტრის ინიციატივით გამოცხადდა ბტუ–ს აკადემიური პერსონალის კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ბტუ-ს აფილირებულ პერსონალს, არააფილირებულ და მოწვეულ პერსონალს, რომელიც არ არის აფილირებული საქართველოს არცერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 3000 ლარს.
2025 წელს საკონკურსო თემას წარმოადგენდა ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია, რომელიც მოიცავდა ბტუ-ს პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებებს: ციფრული მმართველობას, განათლების მენეჯმენტს, ჯანდაცვის მენეჯმენტს, ეკონომიკას, ხელოვნურ ინტელექტს, მწვანე და განახლებად ენერგიებს, ციფრულ მარკეტინგს, ბიზნესის ადმინისტრირებას, კიბერ და სამოქალაქო უსაფრთხოებას და ფსიქოლოგიას.
წარმოდგენილი განაცხადების კომისიური წესით შეფასების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული პროექტი:
ლიგალტექზე (სამართლის ტექნოლოგიებზე) ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტის – EU AI Act-ის – გავლენა.