BTU-ს ტრენინგ ცენტრი
BTU-ს ტრენინგ ცენტრი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა საერთაშორისო აღიარება მიიღო— ევროკავშირის წამყვანი ციფრული ინოვაციისა და განათლების პლატფორმა EIT Digital-ისგან ევროპის „წლის ტრენერის“ ჯილდო მოიპოვა და ევროპის უნივერსიტეტების სამეულში მოხვდა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე სასწავლო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს უახლეს მიმართულებებს. ცენტრი ბავშვებს, ზრდასრულებსა და ორგანიზაციებს სთავაზობს პრაქტიკულ, შედეგზე ორიენტირებულ სასერტიფიკატო კურსებს, რომლებიც ინდუსტრიის მოთხოვნებზე დაყრდნობით იქმნება და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით ხორციელდება.
ტრენინგ ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიულ განვითარებას, ინოვაციური აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას.
- 0322 195 015
- trainingcenter@btu.edu.ge
სასერტიფიკატო კურსები
BTU-ს ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ პრაქტიკულ სასერტიფიკატო კურსებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
კურსები მიზნად ისახავს მონაწილეთა პროფესიული და ციფრული უნარების განვითარებას სხვადასხვა სფეროში: ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ანალიტიკა, კიბერუსაფრთხოება, კომუნიკაციები, ლიდერობა და სხვა.
კურსები ტარდება უნივერსიტეტის კამპუსში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა BTU-ს ოფიციალური სერტიფიკატი.
BTU-ს ტრენინგ ცენტრი ორგანიზაციებისთვის
BTU-ს ტრენინგ ცენტრი კომპანიებს მათ საჭიროებებზე მორგებულ კორპორაციულ ტრენინგებს ბიზნესის, ტექნოლოგიების, ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სთავაზობს.
BTU-ს კორპორაციული ტრენინგები უზრუნველყოფს თანამშრომელთა პროფესიული უნარების განვითარებას, ინოვაციური აზროვნების წახალისებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიან ინტეგრაციას სამუშაო პროცესებში.